Search
ან
მწვანე ლობიო ნიგვზით
60+ წუთი
ადვილი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
450 450 გრ. მწვანე ლობიო
150 150 გრ. ჩერი პომიდორი
4 4 კბილი ნიორი
2 2 თავი ხახვი
140 140 მლ. ზეთი
80 80 გრ. ნიგოზი
40 40 გრ. შაშკვლავი
საფეხური 1
მწვანე ლობიო კარგად გარეცხეთ, მოჭერით თავი და ბოლო. დატეხეთ ან დაჭერით 2-3 სმ.-ის სიგრძის ზომებად. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ორჯერ მეტი წყალი და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე, მოხარშვის შემდეგ დაუმატეთ კარგად გარეცხილი პომიდვრები და 7 წუთის შემდეგ გამორთეთ ცეცხლი.
საფეხური 2
ცალკე ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დაუმატეთ გატარებული ნიგოზი და 5 წუთის შემდეგ გადმოდით ცეცხლიდან. მოშუშული ნიგვზიანი ხახვი დაუმატეთ ლობიოს და დადგით ისევ დაბალ ცეცლზე, კარგად გადაურიეთ.
საფეხური 3
შაშკვლავი კარგად გარეცხეთ და გააცალეთ ფოთლები. დაჭერით წვრილად და დაუმატეთ ლობიოს. მარილი გემოვნებით.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!