Search
ან
ლიმონისა და მოცვის კექსი
60+ წუთი
ადვილი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
300 300 გრ. ფქვილი
10 10 გრ. გამაფხვიერებელი
70 70 გრ. კრემ ყველი
90 90 მლ. რძე
270 270 გრ. შაქარი
3 3 ცალი კვერცხი
3 3 ცალი ლიმონი
170 170 გრ. კარაქი
მოცვი
საფეხური 1
აურიეთ ერთმანეთში ფქვილი და გამაფხვიერებელი. ათქვიფეთ კრემ ყველი და რძე.
საფეხური 2
ცალკე ათქვიფეთ შაქარი და სამი ლიმონის ცედრა. დაამატეთ თითო-თითო კვერცხი და არ შეწყვიტოთ თქვეფა. გაყავით ფქვილის მასა და ყველის მასა ორ თანაბარ ნაწილად. დაამატეთ თითო-თითო ნაწილი და გააგრძელეთ თქვეფა. უნდა მიიღოთ გლუვი ცომი. ბოლოს, დაამატეთ მოცვი.
საფეხური 3
გაამზადეთ საცხობი ჭურჭელი. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და გამოაცხვეთ 40-60 წუთის განმავლობაში. შემოახვიეთ გამომცხვარ კექსს გრინი და შეინახეთ მაცივარში.

სერვირება

მიირთვით მეორე დღეს.