ბლინები ყველასათვის საყვარელი და ნაცნობი დესერტია, რეცეპტიც თითქმის ყველა ოჯახშია ცნობილი.
ფრანგული კრეპი დიდად არ განსხვავდება ჩვენთვის ნაცნობი ბლინებისგან, უბრალოდ უფრო თხელია.
400
400
მლ.
რძე
100
100
მლ.
წყალი
2
2
კვერცხი
1
1
ჩაის კოვზი
შაქარი
1
1
მწიკვი
მარილი
400
400
გრ.
ახალი კენკრა
400
400
მლ.
ნაღები 35%
150
150
გრ.
დაფქული შაქარი
1
1
ჩაის კოვზი
კარაქი
400
400
გრ.
დიდ ჯამში გაცერით ფქვილი, შაქარი და მწიკვი მარილი. ფქვილში გააკეთეთ პატარა ჭა. ცალკე ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი, რძე და 100მლ. წყალი. ფრთხილად ჩაასხით ეს სითხე ფქვილის ჭაში, თან ხელის სათქვეფით პარალელურად მოურიეთ, სანამ ცომი არ გახდება ერთგვაროვანი. შეგიძლიათ მიქსერიც იხმაროთ. დაამატეთ გამდნარი კარაქი, მოურიეთ და დაასვენეთ ცომი მაცივარში მინიმუმ 10 წუთი.
ტაფა კარგად გააცხელეთ. ერთჯერადად წაუსვით ცხიმი. დაასხით თხლად ცომი და გამოაცხვეთ ორივე მხარეს. გამომცხვარი კრეპები დაკეცეთ სამკუთხედებად და დაალაგეთ თეფშზე.
შიგთავსისთვის გამოიყენეთ ნაღების კრემი - ათქვიფეთ ნაღები, დაფქული შაქარი და ვანილი.
უმჯობესია სერვირებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოამზადოთ.
სერვირება
მორთეთ კრეპები კრემითა და კენკრით.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი