კარტოფილი დავჭრათ პატარა ზომის კუბებად, ხახვი - ალყა-ალყა და მოვბრაწოთ დარბილებამდე ერთად ტაფაში ისე, რომ არ იყოს უმი.
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ მარილი, პაპრიკა და წვრილ კუბებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. შემდეგ, ამ კვერცხის მასაშივე ჩავამატოთ წინასწარ მობრაწული კარტოფილი და ხახვი, კარგად ავურიოთ.