Search
ან
საქონლის სუკი ჭარხლის სოუსით
30-60 წუთი
ადვილი
მძიმე
201-500 კკალ
ინგრედიენტები
1 1 კგ. საქონლის სუკი
300 300 გრ. ჭარხალი
2 2 ჩილის სოუსი
100 100 მლ. ნაღები
100 100 მლ. ზეთი
100 100 მლ. თეთრი ღვინო
საფეხური 1
ჭარხალი კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი რომ დაიფაროს და დაახურეთ თავსაფარი. მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე. წყალი თუ დაშრება - დაამატეთ. ხარშეთ მანამ, სანამ ჭარხალი კარგად არ მოიხარშება (მოხარშულ ჭარხალში ჩანგალი ჩაერჭობა ადვილად).
საფეხური 2
საქონლის სუკი გაასუფთავეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეწვით საშუალო ცეცხლზე, ზეთიან ტაფაზე. როდესაც ყველა მხრიდან მოიბრაწება, გადმოდეთ ალუმინის ფურცელზე, შეფუთეთ და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 30 წუთით.
საფეხური 3
როდესაც ჭარხალი მოიხარშება, გააგრილეთ, გაფრცქვენით, დაჭერით კუბებად, დაუმატეთ ნაღები, ღვინო, ჩილის სოუსი და მარილი გემოვნებით. კარგად დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სოუსი მზდაა.
საფეხური 4
30 წუთის შემდეგ ღუმელიდან გადმოდგით საქონლის სუკი და აცადეთ გაგრილება 5 წუთით.

სერვირება

დაჭერით თხელ ნაჭრებათ და მიირთვით სოუსთან ერთად.