საქონლის ფარშში აურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი ყველი, საფანელი, კვერცხი და 1 ჩ/კ მარილი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და პატარა თანაბარი ზომის ბურთებად დაამრგვალეთ. ზეთიან ტაფაზე შეწვით ყველა მხრიდან.
საფეხური 2
პარალელურად დაადგით ქვაბი წყლით, დაუმატეთ 2 ჩ/კ მარილი და აადუღეთ, ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მაკარონი და ხარშეთ შეფუთვაზე მითითებული დროის განმავლობაში.
საფეხური 3
შემდეგ გადაწურეთ, დააბრუნეთ ქვაბში, დაამატეთ ნაღები და 2 წუთის შემდეგ გადმოიღეთ სასურველ ჭურჭელზე. დაამატეთ მობრაწული ბურთები.
სერვირება
მოაყარეთ ბაზილიკი და გახეხილი პარმეზანი.
გემრიელად მიირთვით!