Search
ან
ვაფლი ნაღების კრემით და ჟოლოს ლიმონათი ტარხუნით
60+ წუთი
ადვილი
მსუბუქი
201-500 კკალ

უგემრიელესი და უმარტივესი დესერტი, რომელიც თანაბრად გაახარებს ბავშვებსაც და უფრსოსებსაც.

ინგრედიენტები
300 300 გრ. ვაფლის ცომის ინგრედიენტები:
150 150 მლ. ნაღები
200 200 მლ. რძე
150 150 გრ. შაქარი
3 3 ცალი კვერცხი
70 70 გრ. კარაქი
1 1 სუფრის კოვზი თაფლი
10 10 გრ. გამაფხვიერებელი
კრემის ინგრედიენტები:
500 500 მლ. ნაღები
150 150 გრ. შაქრის პუდრა
ლიმონათის ინგრედიენტები:
200 200 გრ. ჟოლო
6 6 ცალი ღერო ტარხუნა
1 1 ცალი ლიმონი
2 2 სუფრის კოვზი დაფქული შაქარი
საფეხური 1
ვაფლის ცომი: კვერცხი და შაქრი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ ნაღები, რძე, გამდნარი კარაქი, თაფლი, ბოლოს ფქვილი და გამაფხვიერებელი. ვაფლის გამოსაცხობად დაგჭირდებათ სპეციალური საცხობი. საცხობი ფორმა კარგად რომ გახურდება, დაასხავთ ვაფლის ცომს ისე, რომ კუბიკები ოდნავ დაიფაროს და დაახურავთ თავსახურს. 5-7 წუთის შემდეგ ვაფლი მზად არის.
საფეხური 2
ნაღების კრემი: ნაღები მოათავსეთ ჯამში და მიქსერით ათქვიფეთ ყველაზე დაბალ სიჩქარეზე გასქელებამდე, შემდეგ დაუმატეთ დაფქული შაქარი. შედგით მაცივარში. ლიმონათი: 400 მლ. წყალში გახსენით 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ კარგად გარეცხილი ტარხუნის ღეროები და მოურიეთ. დაუმატეთ ჟოლო. გარეცხილი ლიმონი დაჭერით თხელ ნაჭრებათ და ჩაუმატეთ ლიმონათს. შედგით მაცივარში გასაგრილებლად.

სერვირება

მოათავსეთ ნაღების კრემი გამომცხვარ ვაფლზე. მიირთვით ლიმონათთან ერთად.