ეს ცნობილი კერძი საბჭოთა „ფლოტსკის“ ამერიკული ეკვივალენტია. საფუძვლები ფრანგულ კულინარიაში აქვს, კეთდება მარტივად, მსუყე და მარტივი ხერხია ბევრი ადამიანის ერთდროულად დანაყრების.
500
500
გრ.
პასტა მაკარონი
70
70
გრ.
კარაქი
750
750
მლ.
რძე
350
350
გრ.
ჩედარი
5
5
გრ.
დაფქული მდოგვი
150
150
გრ.
საფანელი
70
70
გრ.
ფქვილი
პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ბეშამელის სოუსზე დაფუძნებული სოუსი - მორნე.
ამისთვის, ვიღებთ კარაქს და ვათავსებთ ქვაბში, ვუმატებთ ფქვილს, ერთმანეთში ვხსნით და ვხალავთ გაოქროსფრებამდე. შემდეგ, ნელა ვუმატებთ ცივ რძეს - სწრაფი და ხშირი მორევით ვასქელებთ მასას. სქელ სოუსს დავუმატოთ გახეხილი ჩედარი და ბოლოს მდოგვის ფხვნილი.
პარალელურად, მოვხარშოთ მაკარონი. ამ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით მაკარონი გვჭირდება, ეს კლასიკური პასტის ნაირსახეობაა. მაკარონი მოვხარშოთ ალ-დენტე, რაც ნიშნავს იმას, რომ პასტა უნდა ვხარშოთ შეკვრაზე მითითებულ დროზე 1-2 წუთით ნაკლები.
სერვირება
ცხელი პასტა გადავწუროთ, მოვასხათ სოუსი, კარგად ამოვურიოთ და მოვათავსოთ საცხობ ფორმაში. პასტას მოვაყაროთ საფანელი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
მივირთვათ ცხელი.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი