ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი შვედური ფუნთუშა, რომელსაც ტრადიციულად თებერვალში მიირთმევენ, დიდი მარხვის დაწყებამდე.
ცომის ინგრედიენტები:
150
150
გრ.
კარაქი
300
300
მლ.
რძე
12
12
გრ.
მშრალი საფუარი
10
10
გრ.
მარილი
100
100
გრ.
შაქარი
1
1
კვერცხი
800
800
გრ.
ფქვილი
1
1
ჩაის კოვზი
დაფქული ილი
კრემის ინგრედიენტები:
3
3
ჩაის კოვზი
დაფქული შაქარი
200
200
გრ.
ნაღები
ნუშის მარციპანის შიგთავსი:
200
200
გრ.
დაფქული ნუში
100
100
გრ.
დაფქული შაქარი
100
100
გრ.
შაქარი
1
1
ჩაის კოვზი
ვანილის შაქარი
1
1
მწიკვი
დაფქული ილი
1
1
სუფრის კოვზი
ნაღები
100
100
მლ.
წყალი
ქვაბში მოვათავსოთ კარაქი და რძე, დავდგათ ცეცხლზე, კარაქი უნდა გადნეს. რძე უნდა გათბეს 40 გრადუსამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ საფუარი, შაქარი, ილი და მარილი.
ნელ-ნელა ვამატებთ ფქვილს და ვზილავთ. ცომი უნდა გამოვიდეს ძალიან რბილი.
დავტოვოთ ცომი თბილ ადგილას, რომ ამოვიდეს კარგად.
ცომი რომ ამოვა, ძალიან ნაზად გადავზილოთ, ისე რომ არ გავჭყლიტოთ. გავაკეთოთ 60 გრ. ბურთულები, ვადროვოთ რომ ისევ ცოტა გაიზარდოს ზომაში, შემდგომ წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 10-15 წუთით.
გამომცხვარ ფუნთუშებს ვაცადოთ გაცივება, შემდეგ თავები ამოვჭრათ და ამოვიღოთ გულის პატარა ნაწილი.
მოვამზადოთ ნუშის მარციპანი:
ნუში, შაქარი, შაქრის პუდრა და ვანილი გავაერთიანოთ, შემდეგ დავასხათ ნაღები და წყალი, მოვზილოთ მასის გაერთიანებამდე. ეს ცომი ჩავდოთ ყველა პუნთუშაში.
ცალკე ამოვიყვანოთ ნაღები, შაქრის პუდრასთან ერთად. კრემი მოვათავსოთ საკრემავში და ლამაზად დავსვათ ფუნთუშაზე. კრემს ზემოდან დავადოთ მოჭრილი ფუნთუშის თავი.
სერვირება
დავალაგოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაფქული შაქარი და მივირთვათ ტრადიციულად, რძესთან ერთად.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი