მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე ნახევარმთვარეებად (თხლად) დაჭრილი ხახვი, 5 წუთის შემდეგ დავამატოთ ასევე დაჭრილი ბულგარული და თხლად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი.
საფეხური 2
კიდევ 5 წუთის შემდეგ წვრილ კუბებად დაჭრილი პომიდორი გულებიანად, დავამატოთ სუნელები შევაზავოთ მარილით.
საფეხური 3
გადავიტანოთ ისეთ ფორმაში ან ტაფაში, რომლის ღუმელში შედგმაც შეიძლება. გავაკეთოთ 4 პატარა ორმო და ჩავტეხოთ 4 კვერცხი სხვადასხვა ადგილას, მოვაყაროთ დატეხილი ფეტა და შევდგათ ღუმელში 3 წუთით ან კვერცხის მომზადების სასურველ დონემდე.
სერვირება
გადმოღების შემდეგ მოვაყაროთ ოხრახუში და მივიტანოთ სუფრასთან ამ ფორმაშივე.