Search
ან
შოკოლადის ტორტი
60+ წუთი
საშუალო
201-500 კკალ
ინგრედიენტები
16 სმ.-ის დიამეტრის ყალიბი
375 375 გრ. ფქვილი
90 90 გრ. კაკაო
10 10 გრ. გამაფხვიერებელი
7 7 გრ. სოდა
150 150 მლ. ზეთი
450 450 გრ. შაქარი
3 3 კვერცხი
5 5 გრ. ვანილი
340 340 მლ. ცხელი ყავა
75 75 მლ. კონიანი ან რომი
კრემის ინგრედიენტები:
250 250 გრ. მასკარპონე
150 150 მლ. ნაღები
ვანილი და დაფქული შაქარი გემოვნებით
ცოცხალი ან მარციპანის ყვავილები მოსართავად
საფეხური 1
მოათავსეთ ჯამში ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, ვანილი, სოდა და გააერთიანეთ.
საფეხური 2
მეორე ჯამში მოათავსეთ შაქარი და ზეთი, გადათქვიფეთ მიქსერით და ცალობით დაამატეთ კვერცხი. კარგად გააერთიანეთ მიქსერით და შემდეგ ჩაყარეთ ნახევარი მშრალი ინგრედინტები, გადათქვიფეთ და დაამატეთ რძე. ისევ კარგად გადათქვიფეთ და ჩაყარეთ დარჩენილი ფქვილი. კარგად მოურიეთ და დაასხით ცხელი ყავა და კონიაკი.
საფეხური 3
მოურიეთ ბისკვიტის ცომს, კარგად რომ გაერთიანდეს და გადაანაწილეთ 3 ყალიბში. შეგიძლიათ ერთშიც გამოახოთ, მაგრამ ბისკვიტი ძალიან ნაზია და გაგიჭირდებათ გაჭრა. ვაცხობთ 180 გრადუსზე დაახლოებით 25 წუთი. გამოცხობის შემდეგ კარგად გააცივეთ.
საფეხური 4
ოთახის ტემპერატურის მასკარპონე ოდნავ გადათქვიფეთ მიქსერით ან ხელის სათქვეფით. ცალკე, კარგად ამოიყვანეთ ნაღები შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. ეს ორი კრემი გააერთიანეთ ნაზად, ხელის ნელი მოძრაობით. მოათავსეთ საკრევამში, წაუსვით რიგრიგობით ყველა ბისკვის და ააწყვეთ ტორტი. გარედან ოდნავ გალესეთ, ისე რომ არ დაფაროთ კრემით, მარტო მოასწორეთ უკვე წასმული კრემი.

სერვირება

გააფორმეთ ცოცხალი ან მარციპანის ყვავილბით. ძალიან უხდება ხილი. შეგიძლიათ შიგნითაც დაამატოთ კენკრა და დეკორაციაშიც გამოიყნოთ. შეგიძლიათ 6 საათში გემრიელად მიირთვათ ყავასთან ერთად.