Search
ან
ყაბაყისა და კიტრის სალათი
30-60 წუთი
ადვილი
0-200 კკალ
ინგრედიენტები
1 1 კიტრი
1 1 ყაბაყი
70 70 გრ. სულგუნი
100 100 მლ. მაწონი
5-6 5-6 ღერი პიტნა
1 1 კბილი ნიორი
საფეხური 1
კიტრი და ყაბაყი საფცქვნელით დათალეთ შუაგულამდე და ცოტა ხნით გადადგით გვერდზე.
საფეხური 2
მაწონი, 4 ღერი პიტნა და ½ კბილი ნიორი ერთად დააბლენდერეთ, შეაზავეთ მარილით და ესეც გადადგით.
საფეხური 3
წინასწარ ერთად დანაყეთ ან წვრილად დაჭერით დარჩენილი პიტნა და ნიორი. სულგუნი დაჭერით საშუალო ნაჭრებად, დაასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ დარბილებას, ისე რომ ხელში გადაზელა შეძლოთ. პიტნის და ნიორის შიგთავსი მოათავსეთ სულგუნის ნაჭერზე და ისე გადაზილეთ, რომ მიიღოთ ბურთები.

სერვირება

აიღეთ თეფში, რომელზეც სალათის პრეზენტაციას გააკეთებთ. მოასხით ცოტა მაწვნის დრესინგი, დააწყვეთ კიტრი და ყაბაყი, სულგუნის ბურთები და ზემოდანაც მოასხით დარჩენილი დრესინგი ისე, რომ მთლიანად არ დაიფაროს. გააფორმეთ პიტნის ფოთლებით.