Search
ან
ბებოს ლიმონის რულეტი
60+ წუთი
საშუალო
მსუბუქი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
ბისკვიტი
7 7 კვერცხი
7 7 სუფრის კოვზი შაქარი
7 7 სუფრის კოვზი ფქვილი
შიგთავსი
2 2 დიდი ლიმონი
1 1 ჩხირი ვანილი
შაქარი გემოვნებით
მოსართავად
200 200 გრ. თეთრი შოკოლადი
100 100 მლ. ნაღები
საფეხური 1
ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსამდე. მოვამზადოთ საცხობი ლანგარი, ჩავფინოთ პერგამენტის ქაღალდი ან სილიკონი.
საფეხური 2
7 კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავამატოთ შაქარი. როდესაც კარგ ბეზეს ამოვიყვანთ, ცალობით ჩავამატოთ კვერცხის გული და ისევ გადავთქვიფოთ ხელით ან მიქსერით. ბოლოს, ნელ-ნელა ჩავამატოთ ფქვილი და დელიკატურად მოვურიოთ ხის კოვზით. გამზადებული ბისკვიტის ცომი დავასხათ საცხობ ლანგარს და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით.
საფეხური 3
სანამ რულეტის ბისკვიტი ცხვება, გავხეხოთ ლიმონები. დავამატოთ ვანილის მარცვლები და შაქარი გემოვნებით. როდესაც ბისკვიტი გახდება ოქროსფერი, გამოვიღოთ და სანამ თბილია წავუსვათ ლიმონის შიგთავსი. დავახვიოთ რულეტი.
საფეხური 4
რულეტის მოსასხმელად გამოვიყენებთ თეთრი შოკოლადის განაშს. ნაღები მივიყვანით ადუღებამდე და დავასხათ შოკოლადს. შოკოლადი უნდა გალღვეს და მასა გახდეს ერთგვაროვანი.

სერვირება

მოვასხათ თეთრი შოკოლადი უკვე გრილ რულეტს.