7 კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავამატოთ შაქარი.
როდესაც კარგ ბეზეს ამოვიყვანთ, ცალობით ჩავამატოთ კვერცხის გული და ისევ გადავთქვიფოთ ხელით ან მიქსერით. ბოლოს, ნელ-ნელა ჩავამატოთ ფქვილი და დელიკატურად მოვურიოთ ხის კოვზით. გამზადებული ბისკვიტის ცომი დავასხათ საცხობ ლანგარს და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით.