Search
ან
ბანანის და შოკოლადის ტორტი
60+ წუთი
რთული
500+ კკალ
ინგრედიენტები
ბისკვიტი "დეკუაზი"
40 40 გრ. ქოქოსის ფანტელი
60 60 გრ. დაფქული ნუში
90 90 გრ. დაფქული შაქარი
3 3 ცალი კვერცხის ცილა
35 35 გრ. შაქარი
გულსართი
250 250 გრ. ბანანი
20 20 გრ. კარაქი
25 25 გრ. ყავისფერი შაქარი
10 10 მლ. ლიმონის წვენი
შოკოლადის მუსი
30 30 მლ. წყალი
70 70 გრ. შაქარი
3 3 ცალი კვერცხის გული
1 1 ცალი კვერცხი
175 175 გრ. შავი შოკოლადი
3 3 გრ. კოჭა
250 250 მლ. ნაღები
შოკოლადის სოუსი
50 50 გრ. შავი შოკოლადი
100 100 მლ. წყალი
30 30 გრ. შაქარი
50 50 მლ. ნაღები
მოსასხამი
100 100 გრ. შავი შოკოლადი
80 80 გრ. ნაღები
20 20 გრ. კარაქი
მოსართავი
ბანანი
შოკოლადის მინანქარი
ქოქოსის ფანტელები
საფეხური 1
გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსამდე. გაცერით დაფქული შაქარი და ნუში, დაამატეთ ქოქოსის ფანტელები. ათქვიფეთ კვერცხის ცილა, ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი. ფრთხილად დაამატეთ მშრალი ინგრედიენტები ათქვეფილ კვერცხს. მოათავსეთ საკონდიტრო პარკში. გაუკეთეთ მრგვალი თავი, 12 ნომერი. მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი საცხობ ჭურჭელზე. მიღებული მასისგან დასვით ორი სპირალის ფორმის წრე, 22 სანტიმეტრის დიამეტრის. მოაყარეთ დაფქული შაქარი, დააყოვნეთ 10 წუთი. შემდგომ გაიმეორეთ იგივე პროცედურა. გამოაცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ, შეახვიეთ გრინში და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით.
საფეხური 2
ბანანის გულსართი: დაჭერით ბანანი 1 სმ.-ის ნაჭრებად. ტაფაზე გააცხელეთ კარაქი. დაალაგეთ ბანანი, მოაყარეთ ყავისფერი შაქარი, სწრაფად მობრაწეთ და გადაწურეთ. შოკოლადის მუსი: მოათავსეთ ასათქვეფი ჯამი საყინულეში 15 წუთით. დაამატეთ წყალს შაქარი და ადუღეთ დაახლოებით 3 წუთი. ათქვიფეთ კვერცხის გულები და კვერცხი. თქვეფის დროს დაამატეთ სიროფი. თქვიფეთ მანამ, სანამ მასა არ გათეთრდება და გაორმაგდება. დატეხეთ შოკოლადი და გაალღვეთ ორთქლის აბაზანაზე. მოაჭერით ლიმონს კანი და დააქუცმაცეთ. დაამატეთ შოკოლადს ლიმონის ცედრა და კოჭა. ცივ ჯამში ათქვიფეთ ნაღები და დაამატეთ შოკოლადი. შემდგომ, ფრთხილად დაამატეთ კვერცხის და სიროფის მასა.
საფეხური 3
ვემზადებით ტორტის აწყობისთვის: დაჭერით ბანანი 0,5 - 1 სმ.-ის ნაჭრებად. მოასხით ლიმონის ან ლაიმის წვენი. საჭიროების შემთხვევაში მაკრატლით შეუსწორეთ კიდეები გამომცხვარ ბისკვიტს. 24 სმ.-ის დიამეტრის რგოლში ჩადებისას გვერდები მთლიანად ბანანით უნდა დავფაროთ. მოათავსეთ მუსი საკონდიტრო პარკში, გაუკეთეთ 16 ნომერი თავი. ფორმის ძირზე დააფინეთ მყარი პლასტიკი. მოათავსეთ პირველი ბისკვიტი. ფორმასა და ბისკვიტს შორის ადგილი ამოავსეთ ბანანით. წაუსვით 1/3 მუსი და გაასწორეთ. დაადეთ შემწვარი ბანანის რგოლები. წაუსვით მუსი და დააფინეთ მეორე ბისკვიტი. ამოავსეთ დარჩენილი მუსით და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით.
საფეხური 4
შოკოლადის სოუსი: დატეხეთ შოკოლადი და მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში. დაასხით წყალი, ნაღები და დაამატეთ შაქარი. აადუღეთ ნელ ცეცხლზე, პერიოდულად ურიეთ, სანამ სოუსი არ გახდება ოდნავ სქელი კონსისტენციის.
საფეხური 5
შოკოლადის მინანქარი: აადუღეთ ნაღები. გადმოდგით ცეცხლიდან და ნელ-ნელა დაამატეთ შოკოლადი, თან ურიეთ. როდესაც დაამატებთ და გაალღვობთ შოკოლადს, გააგრილეთ მასა 60 გრადუსამდე. ამის შემდგომ დაამატეთ კარაქის ნაჭრები, შეეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად მოურიოთ. ამის შემდგომ ჩაასხით შოკოლადის სოუსი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მინანქარი უნდა იყოს 35-40 გრადუსამდე გაცხელებული. საჭიროების შემთხვევაში წყლის აბაზადაზე გაათბეთ. დასასხამად გამოიყენეთ ჩამჩა.

სერვირება

ამოიღეთ ტორტი მაცივრიდან. აიღეთ ძირიდან სქელი პლასტიკი. მოასხით მინანქარი, გააგრილეთ და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები.