გოზინაყი ყველა ოჯახში კეთდება, მაგრამ საახალწლოდ შეიძლება ცოტა გამბედავები გავხდეთ და ოდნავ რთული ტკბილეული გავაკეთოთ.
800
800
გრ.
თაფლი
500
500
გრ.
შაქარი
4
4
კვერცხი
5
5
გრ.
ვანილის ექსტრაქტი
20
20
გრ.
ლიმონის ცედრა
15
15
გრ.
ნუში
15
15
გრ.
ფსტა
15
15
გრ.
ნიგოზი
15
15
გრ.
ქიშმიში
10
10
გრ.
ფორთოხლის ცედრა
პირველ რიგში 800 გრამი თაფლი მოვათავსოთ ტაფაზე, შევათბოთ და დავამატოთ 500 გრამი შაქარი. ამ მასას დასჭირდება 30 წუთი მორევა, უმჯობესია გაუჩერებლად ვურიოთ, მაგრამ 1 წუთიანი შესვენებას გაპატიებთ.
პარალელურად, 4 დიდი კვერცხის ცილა უნდა ამოვიყვანოთ მიქსერით. ცილა მიგვყავს ისეთ აფუამდე, რომ კოვზით ამოღების დროს რბილი კენწერო გაიკეთოს.
გავამზადოთ ჭურჭელი, ჩავაფინოთ გრინი, რომ შემდეგ მზა ნუგა ადვილად აძვრეს. ჭურჭელი გადავდოთ გვერდზე.
თაფლიანი და შაქრიანი მასა მოვათავსოთ დაბალ ცეცხლზე და ნელნელა შევურიოთ ამოყვვანილი ცილა, მუდმივი მორევის რეჟიმში. შემდეგ დავამატოთ 2-3 წვეთი ვანილის ექსტრაქტი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა, 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის ცედრა და ¼ ჩაის კოვზი მარილი.
ამ მასას უნდა ვურიოთ დაახლოებით 40 წუთის მაძილზე, ან იქამდე სანამ იმდენად არ შესქელდება, რომ მორევის დროს ჭურჭლის ძირი გამოჩნდება.
მასას დავამატოთ მოხალული თხილეული და ქიშმიში, გადავიტანოთ წინასწარ გამზადებულ ჭურჭელში და გავაცივოთ მაცივარში.
სერვირება
დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად და გემრიელად მივირთვათ!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი