Search
ან
ქათამი ბრინჯით, კომშით და ჩირით
60+ წუთი
საშუალო
201-500 კკალ
ინგრედიენტები
1 1 ქათამი
150 150 გრ. ბრინჯი
1 1 ფორთოხალი
1 1 ლიმონი
2 2 კომში
50 50 გრ. ნიგოზი
20 20 გრ. გარგრის ჩირი
15 15 გრ. შტოშის ჩირი
1 1 თავი ნიორი
3 3 თაფლი
3 3 ზეთი
1 1 ჩაის კოვზი დაღერღილი წითელი წიწაკა
20 20 გრ. კოჭას ფესვი
1 1 ღერო როზმარინი
1 1 სუფრის კოვზი მარილი
საფეხური 1
ქათამი გაასუფთავეთ, ბრინჯი დადგით მოსახარშად, ნიგოზი სამზარეულოს კომბაინით დააბლენდერეთ. კარგად გარეცხეთ კომში ამოუღეთ კურკები და დაჭერით პატარა თანაბარი ზომის კუბებად, კურაგაც იმავე ზომის ნაჭრებად დაჭერით. ბრინჯი მოხარშეთ ნაწილობრივ. გადმოიტანეთ ზეთიან ტაფაზე, დაუმატეთ კომში, ჩირი, ნიგოზი, გახეხილი კოჭა და მარილი ½ჩ.კ. საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ 5 წუთით, დაუმატეთ ლიმონის წვენი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. ქათმის შიგთავსი მზადაა.
საფეხური 2
ქათამს მოაყარეთ მარილი. შეზავებული ბრინჯით კარგად ამოავსეთ ქათამი, დადეთ ჟარუნაზე გულმკერდით ქვევით. შემოუწყვეთ ირგვლივ შუაზე გაჭრილი ფორთოხალი, ნიორი და კომში. ზეთი, თაფლი და წიწაკა კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაუსვით ქათამს მთელს ზედაპირზე. გამოაცხვეთ 180გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.
საფეხური 3
გაფრთხილება: თაფლი ზეთთან ერთად ძალიან სწრაფად ბრაწავს ქათმის კანს, ამიტომ იყავით ყურადღებით, როგორც კი ზედაპირი კარგად მოებრაწება, გადააფარეთ ალუმინის ფურცელი (იგივე ფოლგა) კარგად მოუკარით ნაპირები და შეაბრუნეთ ღუმელში. მომზადებული ქათამი შეგიძლიათ შეამოწმოთ ასე: წვრილი ჩხირი ფრთხილად ჩაარჭოთ ბარკლის ზედა მხარეს და გულმკედთან, თუ სითემ არ გამოჟონა, ე.ი ქათამი მზადაა.

სერვირება

ღუმელიდან გადმოღების შემდეგ, შეგიძლიათ დაჭრათ ქათამი ნაწილებად და ბრინჯი შემოუწყოთ თეფშზე გარნირად როზმარინთან ერთად. მიირთვით გემრიელად.