თუ საახალწლო სუფრას გსურთ შემატოთ ძალიან განსხვავებული გემო, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
8
8
ცალი
კრევეტი
70
70
გრ.
სალათის ფოთოლი
1
1
ცალი
ავოკადო
1
1
ცალი
მანგო
1
1
ცალი
კივი
100
100
გრ.
სიმინდის მარინადი
4
4
ცალი
რგოლი დამარინადებული ანანასი
200
200
გრ.
არაჟანი
150
150
გრ.
ბეკონი
2
2
გრ.
დაღერღილი წიწაკა
2
2
სუფრის კოვზი
გოგრის მარცვლები
150
150
გრ.
ზეითუნის ზეთი
30
30
გრ.
პარმეზანი
2
2
კბილი
ნიორი
თავდაპირველად, აუცილებელია კრევეტების გასუფთავება, შემოაცალეთ მყარი ქერქი, თავი და კუდი შეგიძლიათ დატოვოთ სილამაზისთვის. ზურგის ნაწილზე ფრთხილად დაუსვით დანა თავიდან კუდამდე, იქ წვრილ, მუქი ფერის ძარღვს დაინახავთ, რომელიც აუცილებლად უნდა ამოაცალოთ კრევეტს.
ტაფაზე მოასხით ცოტაოდენი ზეთი, საშუალო ცეცხლზე შეწვით ბეკონი ორივე მხრიდან, რათა გახდეს ხრაშუნა. შემდეგ, ამავე ტაფაზე შეგიძლიათ შეწვათ კრევეტები. კრევეტებს დიდი დრო არ სჭირდებათ ოდნავ როგორც კი შეთითლდება გადაბრუნეთ მეორე მხარეს, ბოლოს მოაყარეთ დაღერღილი წიწაკა.
სალათის ფოთლები კარგად გარეცხეთ და გაწურეთ. არ დაჭრათ, უბრალოდ ხელით დაანაწევრეთ დიდი ფოთლები. ავოკადოს ამოუღეთ კურკა, გათალეთ და დაჭერით გრძელ ნაჭრებად, კივიც გაფრცქვენით და დაწერით პატარა ზომის კუბებად, ასევე ანანასის მარინადიც.
მოვამზადოთ სოუსი: გათალეთ მანგო, რბილობი ჩაყარეთ ბლენდერში არაჟანთან ერთად, დაუმატეთ ტარხუნა ან პიტნა (ფოთლები მხოლოდ), ზეითუნის ზეთი, მარილი გემოვნებით და 2 კბილი ნიორი.
სერვირება
დიდ თეფშზე მოათავსეთ სალათის ფოთლები, შემდეგ მოაყარეთ სიმინდის მარცვლები, კივი, ანანასი, მოასხით სოუსი, ისევ ფოთლები, ავოკადო, შემწვარი ბეკონი, გოგრის მარცვლები, კრევეტები და ბოლოს პარმეზანი. მიირთვით გემრიელად.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი