Search
ან
მოსმულა
60+ წუთი
ადვილი
მძიმე
201-500 კკალ

მოსმულა თუშური კერძია და როგორც ლუკამ უკვე აღნიშნა ერთ-ერთ პოსტში - ქართული ატრია იტალიურ პასტას გემოთი არ ჩამოუვარდება, მრავალფეროვანი ფორმებითა და ინგრედიენტების სიმრავლით თუ გვაჯობებენ. ვამზადებთ არატრადიციულ მოსმულას, იტალიური პასტის ცომით (ანუ ინტერპრეტირებული რეცეპტია და არაკლასიკური თუშური), ხოლო ჭყინტი ყველის მაგივრად გამოვიყენებთ თუშურ კალტს (კალტი ძროხის რძისგან დამზადებული ხაჭოს ყველია, რომელსაც ამარილებენ და ისე ინახავენ, პარმეზანს ჰგავს თავისი ძლიერი გემოთი და არომატით, თუმცა მე პირადად კალტს ვანიჭებ უპირატესობას). 

ინგრედიენტები
100 100 გრ. ფქვილი
1 1 კვერცხი
3 3 ზეითუნის ზეთი
40 40 გრ. ხახვი
40 40 მლ. ერბო
60 60 მლ. არაჟანი
5 5 გრ. ნიორი
30 30 გრ. თუშური კალტი ან ჭყინტი ყველი
საფეხური 1
ჩავყაროთ ფქვილი ჯამში, გავუკეთოთ ორმო, დავამატოთ ერთი კვერცხი და ზეითუნის ზეთი. თავდაპირველად ჩანგლით ავთქვიფოთ, ხოლო როდესაც ცომი შესქელდება, ხელით მოვზილოთ. ცომი რბილი და პრიალა უნდა გამოვიდეს, ამიტომ დიდხანს უნდა ზილოთ და არ დაამატოთ ზედმეტი ფქვილი. სწორი კონსისტენცია მაშინ არის, როდესაც ცომს თითს დააჭერ და არ მიგეკრობა. გადააკარით ცომს გრინი და დაასვენეთ რამდენიმე წუთი.
საფეხური 2
სანამ ცომი ისვენებს, ერბოში მოვთუშოთ წვრილად დაკეპილი ნიორი და თხელ ნახევარმთვარეებად დაჭრილი ხახვი. დასვენებული ცომი გავაბრტყელოთ და მივცეთ ნიოკის ფორმა (ასე თუშები აკეთებენ). შეგიძლიათ პასტის ნებისმიერი სახეობა გააკეთოთ, მითუმეტეს თუ პასტის საბრტყელებელი მანქანა გაქვთ.
საფეხური 3
გამზადებული ატრია ჩაუშვით მდუღარე მარილიან წყალში და 2-დან 5 წუთმდე ხარშეთ (გააჩნია ცომის სისქეს). გასინჯეთ, არ უნდა გადაიხარშოს. თითქმის მზა ატრია გადაწურეთ და ჩაუშვით ხახვიან ტაფაში. კარგად ამოურიეთ, მოაყარეთ პილპილი, მოასხით არაჟანი და თუ სურვილი გექნებათ სხვა სუნელებითაც შეაზავეთ.

სერვირება

გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ გახეხილი კალტი (ან ჭყინტი ყველი) და ამოურიეთ.