ყველაზე საზაფხულო, ვიტამინებით სავსე და გამაგრილებელი დესერტი-სორბეტი. ტრადიციული ნაყინისგან განსხვავებით, მზადდება ხილის წვენის ბაზაზე და არ შეიცავს რძის პროდუქტებს.
200
200
მლ.
წყალი
100
100
გრ.
შაქარი
25
25
გრ.
გლუკოზა ან თაფლი
1
1
ცალი
პიტნის ტოტი
600
600
გრ.
ატამი
100
100
გრ.
გრეიფრუტის წვენი
3
3
ჩაის კოვზი
ლიმონის წვენი
ქვაბში მოვათავსოთ წყალი, შაქარი და გლუკოზა. მივიყვანოთ ადუღებამდე. შაქარი ბოლომდე უნდა გადნეს. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ წვრილად დაჭრილი პიტნა და გავაცივოთ.
ატამი გავთალოთ და დავაბლენდეროთ. დავამატოთ შაქრის სიროფი, ლიმონის და გრეიფრუტის წვენი. კარგად გადავურიოთ.
ჩავასხათ ყალიბში ან სასურველ ჯამში და შევდგათ საყინულეში მთელი ღამით. პირველი რამდენიმე საათი უნდა ვურიოთ ყოველი 30-40 წუთი.
სერვირება
შეგიძლიათ მიირთვათ მეორე დღეს.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი