Search
ან
მწვანე ლობიო აჭარულად
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ
ინგრედიენტები
150 150 გრ. მწვანე ლობიო
2 2 პრასი
15 15 გრ. ქინძი
20 20 გრ. ბაზილიკი
30 30 გრ. ნიგოზი ან ნებისმიერი თხილეული
15 15 გრ. მწვანე წიწაკა
50 50 მლ. არაჟანი
50 50 მლ. მაწონი
10 10 გრ. ნიორი
50 50 გრ. ლიმონი
120 120 გრ. ქათმის ფილე
100 100 მლ. ზეთი
საფეხური 1
მწვანე ლობიო გავრეცხოთ, მოვაშოროთ ბოლოები და სასურველ ზომებად დავტეხოთ (შესაძლოა გაყინული ფრანგული ლობიოს გამოყენებაც - უფრო პიკანტური გემო ექნება). მოვხარშოთ მარილიან და ლიმონიან წყალში. მომზადებისთნავე გადავიტანოთ ყინულიან წყალში, რომ შეწყდეს ხარშვის პროცესი.
საფეხური 2
სოუსისთვის დავაბლენდეროთ პრასი, ქინძი, ბაზილიკი ან შაშკვლავი, ნიგოზი, მწვანე წიწაკა, ნიორი, ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი, არაჟანი და მაწონი. მარილი და პილპილი გემოვნებით.
საფეხური 3
შევწვათ ქათმის ფილე გრილზე, დავასვენოთ 5 წუთი და დავჭრათ გრძელ, პატარა ნაჭრებად. მოვათვსოთ ერთ ჯამში ლობიო და ქათამი, მოვასხათ სოუსი.

სერვირება

გადავიტანოთ ლამაზ ფიალაში და მოვრთოთ შაშკვლავით.

რჩევები

ქათმის ფილეს მოვაშოროთ ზედმეტი ცხიმი, მოვასხათ ზეთი, ლიმონის წვენი, პილპილი მარილი და გავაჩეროთ რამდენიმე საათი.