მარტივი და გემრიელი ტორტი ლეღვის მოყვარულთათვის. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს - სურვილისამებრ ჩაანაცვლეთ ლეღვი სხვა სასურველი ხილით. მოცემული რეცეპტი გაძლევთ საშუალებას მოამზადოთ უნიკალური დესერტის სხვადასხვა ვარიაცია.
440
440
გრ.
ფქვილი
265
265
გრ.
კარაქი
8
8
კვერცხი
10
10
გრ.
მარილი
245
245
გრ.
დაფქული შაქარი
370
370
გრ.
დაფქული ნუში
155
155
გრ.
შაქარი
45
45
გრ.
ჟელატინის ფირფიტა
100
100
მლ.
ნაღები (33-35%)
150
150
მლ.
რძე
500
500
გრ.
ლეღვის პიურე
180
180
მლ.
ალუბლის ან ყურძნის წვენი
1
1
ვანილის ჩხირი
10
10
გრ.
დარიჩინის ჩხირი
10
10
გრ.
ანისის ვარსკვლავი
1
1
ლიმონი
1
1
ფორთოხალი
50
50
გრ.
მოცვი
ფხვიერი ცომი:
გავცრათ 440 გრამი ფქვილი და დავუმატოთ 60 გრამი დაფქული ნუში. 265 გრამი კარაქი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ჩავყაროთ ფქვილში. ოდნავ გადავზილოთ, ცომი უნდა იყოს ფხვიერი და არა შეკრული. დავუმატოთ 2 კვერცხი, 10 გრამი მარილი და 165 გრამი შაქრის ფხვნილი. ოდნავ მოვზილოთ ცომის გაერთიანებამდე. შევფუთოთ პლასტიკში და დავასვენოთ მაცივარში 2-3 საათით, უკეთესია მთელი ღამით.
გავაცხელოთ ღუმელი 150 გრადუსამდე.
გავაბრტყელოთ ცომი 2 მმ-მდე, ამოვჭრათ ყალიბით და დავჩხვლიტოთ ჩანგლით. გამოვაცხოთ 20 წუთი.
შემდეგ კარგად გავაცივოთ.
ნუშის მუსი:
ჩავალბოთ 15 გრამი ჟელატინის ფირფიტა ცივ წყალში.
ქვაბში მოვათავსოთ 150 მლ. რძე, 30 გრამი დაფქული ნუში, 20 გრამი შაქარი. დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ თითქმის ადუღებამდე. გადმოვდგათ, დავამატოთ გაწურული ჟელატინი, კარგად გავხსნათ და გავაცივოთ 30 გრადუსამდე.
კარგად ავთქვიფოთ 100 ნაღები.
დელიკატურად შევურიოთ ამოყვანილი ნაღები ნუშის რძეს და დავასხათ გამომცხვარ ფხვიერ ძირს. შევდგათ საყინულეში იქამდე, სანამ ვამზადებთ ბისკვიტს.
გავაცხელოთ ღუმელი 190 გრადუსამდე.
გავცრათ 280 გრამი დაფქული ნუში და შაქრის ფხვნილი.
6 კვერცხის ცილა შაქართან (ნელნელა ვამატებთ) ავთქვიფოთ და ამოვიყვანოთ მყარი მერინგა (ბეზე).
ამოყვანილ ცილას ძალიან ფრთხილად შევურიოთ ნუშის ფქვილი. ბისკვიტის ცომი დავასხათ საცხობ სილიკონზე ან პერგამენტის ქაღალდზე. კარგად გავშალოთ, სიმაღლე უნდა იყოს მაქსიმუმ 1 სმ. გამოვაცხოთ 7-8 წ. გამზადებული ბისკვიტი კარგად გავაცივოთ.
ლეღვის ჟელე:
ჟელატინი ჩავალბოთ ცივ წყალში.
ქვაბში მოვათავსოთ 500გ მწიფე ლეღვის პიურე (ან სხვა სასურველი ხილი), 180 გრ. ყურძნის ან ალუბლის წვენი, 35 გრ. შაქარი, 1 ვანილის ჩხილი ან 5 გრ. ვანილი, 10 გრ. დარიჩინის ჩხირი, 10 გრ. ანისის ვარსკვლავი, 40 გრ. ლიმონი (1 ცალი) 50 გრ. ფორთოხალი (1 ცალი) და 50 გრ. მოცვი მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ. დავაფაროთ თავსახური და 30 წუთით დავასვენოთ. შემდეგ ამოვიღოთ ანისი, დარიჩინი, ვანილის ჩხირი (თუ ვიხმარეთ).
გავწუროთ ჟელატინი და დავამატოთ თბილ მასაში,მოვურიოთ სანამ კარგად არ გაიხსნება.
ნუშის მუსს ზემოდან დავადოთ ბისკვიტი. ლეღვის ჟელე დავასხათ ბისკვიტს და შევინახოთ მაცივარში მთელი ღამით.
სერვირება
დავჭრათ ცხელი დანით. გავაფორმოთ ლეღვით და მოცვით.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი