გავახუროთ ღუმელი 180С- მდე. კექსის ფორმა დავცხიმოთ. სტაფილო გავხეხოთ, ფორთოხალს მოვაცილოთ ცედრა და წვრილად დავჭრათ.
საფეხური 2
კარგად ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, 10-15 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ნუშის ფქვილი, გამაფხვიერებელი, ფქვილი, სტაფილო და ფორთოხლის ცედრა. ფრთხილად გადავურიოთ ხის კოვზით.
საფეხური 3
მასა გადავიტანოთ ფორმაში, შევდგათ ღუმელში 45-60 წუთით.
სერვირება
ღუმელიდან გამოღების შემდეგ გავაჩეროთ 15 წუთი. ამოვიოთ ფორმიდან და გავაციოთ რკინის ცხაურზე.
ზემოდან წავუსვათ სტაფილოს კონფიწური.