გავრეცხოთ მწვანილი, დავჭრათ, ისე, რომ გაადვილედეს მისი დაბლენდერება. ჩავყაროთ ბლენდერში, დავუმატოთ ნიგვზის ნახევარი, ნიორი, 50 გრ. ზეთი და დავაბლენდეროთ. დავუმატოთ ლიმონის წვენი, მომზადების პროცესში აუცილებლად გავსინჯოთ მიღებული მასა. ის უნდა იყოს ფაფისებრი, ერთგვაროვანი. როგორი უნდა იყოს მიღებული პესტო თქვენი გემოვნების საკითხია, შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის წვენი სრულად, მარილი გემოვნებით და პესტო მზადაა.