დავაქუცმაცოთ და დავნაყოთ წითელი წიწაკა, უცხო სუნელი, ზაფრანა, მარილი და ხმელი ქინძი, დავამატოთ ნიორი და დავნაყოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ნიგოზი, გადავიტანოთ ბლენდერში და დავამატოთ დანაყული სუნელები ნიორთან ერთად. ბაჟე შეგვიძლია მოვასხათ შემწვარ წიწილას ან თევზს.