Search
ან
ხინკალი
60+ წუთი
საშუალო
მძიმე
2
500+ კკალ

მოვამზადოთ ცომი: 1 სუფრის კოვზი მარილი და წყალი შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. თუ დაჭირდა, დავუმატოთ წყალი. ცომი კარგად მოვზილოთ, მივცეთ მრგვალი ფორმა და შევახვიოთ პოლიეთილენის პარკში.

მოვამზადოთ გულსართი: ხახვი და მწვანილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ ღორისა და ძროხის ფარშს, დავამატოთ 1 ჩ. კოვზი მარილი, 1 ჩ. კოვზი ძირა, 1 ჩ.კოვზი დაფქული ხმელი ქინძი, 1 ჩ.კოვზი წიწაკა, დავამატოთ 300 მლ. წყალი და ამოვურიოთ.

ავიღოთ ცომი და გავაბრტყელოთ თხელ ფენად, დაახლოებით 4 მმ -მდე სისქით. გამოვჭრათ ცომიდან პატარა მრგვალი ნაჭრები (მრგვალი ფორმების გამოსაჭრელად შეგვიძლია დავიხმაროთ ჭიქა). თითოეული ნაჭერი კარგად გავაბრტყელოთ 1 მმ -მდე. ცომის თითოეული ნაჭრის შუაგულში ჩაის კოვზით მოვათავსოთ გულსართი და მოვახვიოთ ხინკალი ტომრის მსგავსი ფორმით. მოხვეულ თავზე დარჩენილი ზედმეტი ცომი მოვჭრათ. ადუღებულ, მარილიან წყალში სათითაოდ ფრთხილად, ჩავყაროთ ხინკალი. ხის კოვზით ფრთხილად მოვურიოთ და დაველოდოთ სანამ ხინკალი არ მოიხარშება. ხინკალი რომ წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, ე.ი. მოხარშულია. ქვაბში დავამატოთ ცივი წყალი და ხინკალი ისე ამოვიღოთ, რომ არ გაიხეს. სუფრასთან მივიტანოთ ცხელი. ზემოდან სურვილისამებრ მოვაყაროთ შავი წიწაკა.

 

ინგრედიენტები
150 150 გრ. ღორის ფარში .
150 150 გრ. საქონლის ფარში
5 5 გრ. ძირა
120 120 გრ. ხახვი
40 40 გრ. ქინძი
20 20 გრ. მარილი
5 5 გრ. მწარე წითელი წიწაკა
800 800 გრ. ფქვილი
300 300 მლ. წყალი ფარშისთვის
250 250 მლ. წყალი ცომისთვის