Search
Or
არომატული მსხლის ტარტი
60+ Min
რთული
მძიმე
500+ Kcal
ingredients
500 500 მლ. თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო
320 320 გრ. შაქარი
50 50 გრ. თაფლი
3 3 ლიმონი
4 4 ფორთოხალი
1 1 ლაიმი
4 4 დარიჩინის ჩხირი
3 3 ვანილის ჩხირი
1 1 მუსკატის კაკალი
4 4 მიხაკი
5 5 გრ. კარდამონი
10 10 გრ. ჯანჯაფილი დაფქვილი
10 10 პატარა მწიფე მსხალი
step 1
გლინტვეინი და მსხალი: გათალეთ მსხალი. ყუნწი დაუტოვეთ, ძალიან ფრთხილად გამოაცალეთ კურკები ბოლოდან. მოამზადეთ ღვინო, სანელებლებით და ციტრუსებით. გააცხელეთ ქვაბში შაქრიანი ღვინო, დაამატეთ ლიმონისა და ფორთოხლის წვენი, გახეხილი ცედრა და სანელებლები. არ აადუღოთ. გადმოიღეთ ცეცხლიდან და ჩადეთ მასში მსხალი. პერგამენტის ქაღალდისგან გამოჭერით ქვაბის დიამეტრის ზომის წრე. დააფინეთ გლინტვეინის ზედაპირზე, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ 3 დღის განმავლობაში. მსხლები დღეში რამდენჯერმე  გადაააბრუნეთ, რომ ყველა მხრიდან გაიჟღინთოს. იმ შემთხვევაში თუ მსხელებ მაგარია, გააცხელეთ გლინტვეინი მსხლებთან ერთად და გაიმეორეთ ეს პროცედურა სამი დღის განმავლობაში. 
step 2
ჩირი: დაჭერით ჩირი პატარა კუბებად. დაასხით გლინტვეინის ნახევარი და გააჩერეთ 1-2 საათი. ფხვიერი ცომი: ღრმა ჯამში აურიეთ ნუშის ფქვილი, მარილი ვანილის თესლი, შაქრის პუდრა, გამაფხვიერებელი და ფქვილი. დაამატეთ დაჭრილი ნაღების კარაქი, კვერცხის გული და მოზილეთ ელასტიური, რბილი ცომი. აუცილებლობის შემთხვევაში დაამატეთ  ცოტა ფქვილი. გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და შეინახეთ ერთი ღამით მაცივარში. დილით გააბრტყელეთ ცომი 0.3-0.4 სმ-ზე. ამოჭერით 12 სმ დიამეტრის ზომის წრეების საჭირო რაოდენობა.  ჩაალაგეთ 8-სმ ტარტალეტკის ფორმებში მრგვალად. ზედმეტი ადგილები მოაჭერით. ფსკერი ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით. შეინახეთ მაცივარში 30-60 წთ. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. გამოაცხვეთ ტარტალეტკები 10-15 წუთი ან სანამ ოქროსფერს მიიღებს.
step 3
ლიმონ-ლაიმის კრემი: გარეცხეთ და გააშრეთ ციტრუსი. მოაშორეთ ცედრა და გამოწურეთ წვენი. ხელით აურიეთ ცედრა და შაქარი. პატარა ქვაბში აურიეთ ლიმონის წვენი, შაქრიანი ცედრა და კვერცხი. ჩადგით მოზრდილ წყლიან ქვაბში და ათქვიფეთ სანამ 83-84 გრადუს ტემპერატურას არ მიაღწევს. ნაზავი არ უნდა ადუღდეს, მხოლოდ გასქელდეს. ქვაბი გადმოდგით გასაციებლად 60 გრადუსამდე. გადმოასხით კრემი ბლენდერში, დაუმატეთ კარაქი და თქვიფეთ დაახლოებით 10 წუთი. გადმოასხით კრემი ქილაში ან თქვენთვის სასურველ ფორმაში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ან პოლიეთილენი. შეინახეთ მაცივარში ერთი ღამით. ღამის განმავლობაში კრემი შესქელდება და გახდება ჰაეროვანი.
step 4
აწყობა: ტარტალეტები ნახევრამდე შეავსეთ ლიმონ-ლაიმის კრემით. მსხლები ამოიღეთ და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. ღრმული საიდანაც მსხალს კურკები გამოაცალეთ ჩირით ამოავსეთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ დაჭრილი ფისტა.

How To Serve

გულსართიანი მსხალი დადეთ კრემიან ტარტალეტზე. ასევე მოაყარეთ დაჭრილი ფსტა.