Search
Or
ქათამი ტოსკანურად
30-60 Min
საშუალო
მსუბუქი
201-500 Kcal

კულინარიით ბავშვობიდან ვარ გატაცებული. სამზარეულოში ყოფნა ჩემთვის ყოველთვის დიდ სიამოვნებასთან ასოცირდებოდა. 9 წლის წინ, 15 წლის ასაკში შევქმენი კულინარიული ბლოგი letscook.ge და მას შემდეგ ყოველწლიურად ვცდილობ მის განვითარებას. მზადების სიყვარულთან ერთად მალევე გაჩნდა ფუდ ფოტოგრაფიის სიყვარულიც და ახლა, წლებია ეს ორი ერთმანეთს აძლიერებს, მე კი მათი კომბინაცია უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
მიუხედავად კულინარიისადმი დიდი ინტერესისა და სიყვარულისა, პროფესიად არ/ვერ ვაქციე, თუმცა ჩემს გეგმებზე, გავლენა მაინც იქონია - სპეციალობად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგობა ავირჩიე, მსურს, ჩემი ჰობი და პროფესია სასარგებლოდ და საინტერესოდ დავუკავშირო ერთმანეთს - მედეა ჩუბინიძე.
 

ingredients
3 3 ცალი ქათმის ფილე
1 1 თავი ხახვი
4 4 კბილი ნიორი
7-8 7-8 ცალი პომიდვრის ჩირი
250 250 მლ. ნაღები 20%
125 125 მლ. წყალი
3 3 სუფრის კოვზი გახეხილი პარმეზანი
2 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1/2 1/2 ჩაის კოვზი ორეგანო
1-2 1-2 მწიკვი მარილი
1-2 1-2 მწიკვი პილპილი
1-2 1-2 მწიკვი დაღერღილი წიწაკა გემოვნებით
step 1
ქათმის ფილე სიბრტყეზე გაჭერით ორ ნაწილად. თითოეულ ნაწილს ორივე მხრიდან მოაყარეთ მარილი და პილპილი. ტაფას დაასხით 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, გააცხელეთ და ფილეს ნაჭრები დაბრაწეთ ორივე მხრიდან, თითოეულ მხარეს დასჭირდება 3-4 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელზე და დროებით შეინახეთ.
step 2
იმავე ტაფას დაუმატეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი (ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ზეთი, პომიდვრის ჩირის ქილიდან, ძალიან უხდება). მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ოდნავ რომ შეოქროსფერდება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ორეგანო, კარგად ამოურიეთ.
step 3
დაახლოებით 30 წამში დაუმატეთ ნაღები, წყალი და კვლავ კარგად აურიეთ, წამოადუღეთ.
step 4
სოუსს დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი, მოურიეთ. როცა პარმეზანი გადნება, გასინჯეთ სოუსი, გემოვნებით დაუმატეთ მარილი, პილპილი და დაღერღილი წიწაკა.
step 5
ბოლოს მომზადებულ სოუსში დააბრუნეთ შემწვარი ფილეს ნაჭრები და ერთად ადუღეთ 2-3 წუთი, კერძიც მზადაა.

How To Serve

მიირთვით თქვენს საყვარელ პასტასთან ერთად.