Search
Or
სოკოს კრემ-სუპი
0 - 30 Min
ადვილი
მსუბუქი
201-500 Kcal

“კულინარია ბავშვობიდან მიზიდავდა. დროის უქონლობის გამო მუდამ დეფიციტი იყო სამზარეულოსთან მეგობრობა. ამ ბოლო დროს ვცდილობ დრო გამოვნახო და ჩემი და ჩემი შვილების საყვარელი კერძები დავამზადო. ეს ერთგვარი განტვირთვაა და ოჯახური ტრადიცია ჩვენთვის.” - აკა ნანიტაშვილი, ტანსაცმლის დიზაინერი.
 

ingredients
500 500 გრ. ქამა სოკო
500 500 გრ. ნაღები
1 1 ცალი მოზრდილი ხახვი
1 1 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
1 1 ჭიქა ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
150 150 გრ. კარაქი
5 5 გრ. კამა
step 1
100 გრამ კარაქში მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ დაჭრილი ქამა სოკო და თხლად დაჭრილი კარტოფილი.
step 2
დავამატოთ 1 ჭიქა ბულიონი. ვხარშავთ 15 წუთი.
step 3
ვაბლენდერებთ მასას, შემდეგ დავდგამთ ცეცხლზე, ვუმატებთ ნაღებს და ვურევთ წამოდუღებამდე. მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
step 4
მირთმევის წინ ჯამში მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და წინასწარ 50 გ კარაქში მოხრაკული წვრილად დაჭრილი ქამა სოკო.

How To Serve

გემრიელად მიირთვით.