Search
Or
სტაფილოს კრემ-სუპი ბეკონით
0 - 30 Min
ადვილი
მსუბუქი
0-200 Kcal

მე ვარ მარიამ შაქარიშვილი, მაგისტრატურის სტუდენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობების განხრით. ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში მოვიპოვე.
ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ არანაირი პროფესიული თუ არაფორმალური შემხებლობა არ მქონია განათლების დონეზე კულინარიასთან. ამ სფეროსადმი ინტერესი 4 წლის წინ გამიჩნდა, ძალიან ბევრს ვკითხულობდი და უამრავ გადაცემას ვუყურებდი, ვცდილობდი აღმომეჩინა ბევრი ახალი და საინტერესო მიმდინარეობები. გარდა ამისა, ფოტოგრაფიაც მიზიდავს ჰობის დონეზე და მთავარი ამოსავალი ამ საქმისა იყო, გამეერთიანებინა ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთთან და ჩემი სოციალური კუთხე შემექმნა ბლოგის სახით, რომელიც რამდენიმე თვის წინ დავიწყე და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან ჩემეულ ხედვას და ინტერპრეტაციას მომწონებლების რიცხვიც გამოუჩნდა.
 

ingredients
200 200 მლ. ნაღები
150 150 გრ. ბეკონი
100 100 გრ. ხახვი
600 600 მლ. წყალი
400 400 გრ. სტაფილო
10 10 გრ. ძირა
1 1 მწიკვი მარილი
20 20 გრ. კარაქი
1 1 მწიკვი შავი პილპილი
200 200 გრ. კარტოფილი
1 1 კბილი ნიორი
step 1
გაასუფთავეთ და დაჭერით სტაფილო და კარტოფილი, სტაფილო მოშუშეთ კარაქში, დაამატეთ დაჭრილი ხახვი და კიდევ 5 წუთი შუშეთ, ბოლოს ჩაყარეთ კარტოფილი და დაამატეთ ნიორი, მარილი, პილპილი და ძირა, 5 წუთის შემდეგ დაასხით 600 მლ. წყალი და ხარშეთ დაახლოებით 25 წუთი.
step 2
ცალკე, მშრალ ტაფაზე შეწვით ბეკონის ნაჭრები და შეინახეთ გამოყენებამდე.
step 3
ხელის ბლენდერის დახმარებით ათქვიფეთ სტაფილოს სუპი, დაამატეთ ნაღები და ისევ წამოადუღეთ.
step 4
გაანაწილეთ ღრმა თეფშებზე, მოაყარეთ ბეკონის ნაჭრები. ასევე შეგიძლით გააკეთოთ კრუტონები ნივრით, რომელიც ძალიან უხდება.

How To Serve

გემრიელად მიირთვით!