Search
Or
ღორის ხორცი შიგთავსით, თაფლში შეწმწვარი გოგრით და კომშის კრემით
ingredients
800 800 გრ. ღორის ხორცი (კისრის ნაწილი)
100 100 გრ. წითელი ბულგარული
100 100 გრ. წითელი ხახვი
100 100 გრ. სტაფილო
20 20 გრ. ნიორი
150 150 გრ. ვაშლის ჩირი
150 150 გრ. ქლიავის ჩირი
1 1 სუფრის კოვზი დარიჩინი
1 1 სუფრის კოვზი ჯანჯაფილი
1 1 სუფრის კოვზი ანისის ვარსკვლავი
1 1 სუფრის კოვზი დაფქული ხახვი
1 1 სუფრის კოვზი დაფქული ნიორი
2 2 ჩაის კოვზი მარილი
2 2 ჩაის კოვზი შავი პილპილი
5 5 გრ. დაღერღილი წიწაკა
150 150 გრ. კომში
100 100 გრ. კრემ ყველი
200 200 გრ. თეთრი ლუდი
20 20 გრ. თაფლი
100 100 გრ. ტომატის პასტა
40 40 გრ. ნიგოზი
step 1
ხორცის ნაჭერს შუაში მთლიან სიგრძეზე გავუკეთოთ ჭრილი. სუნელები ავურიოთ ერთად და შევაზილოთ ხორცს, როგორც გარედან ასევე შიგნიდან
step 2
ჩირები ჩავყაროთ ცხელ წყალში, წამოდუღებისას შევუცვალოთ წყალი მინიმუმ 2-ჯერ. მოვათავსოთ ხორცის ჭრილში და გახურებულ ტაფაზე დავბრაწოთ
step 3
იმავე ტაფაში მოვათავსოთ დაჭრილი ბოსტნეული და შევწვათ. ბოლოს ვამატებთ ტომატ პასტას და ლუდს. როგორც კი ლუდი ნახევრად აორთქლდება გადავიტანოთ მიღებული მასა კონტეინერში, დავადოთ ზემოდან წინასწარ დაბრაწული ხორცის ნაჭერი.
step 4
ბოსტნეულიან ხორცს დავაფაროთ ფოლგა და მოვათავსოთ ღუმელში 180 გრადუსზე 1 საათით.
step 5
მომზადების შემდეგ ხორცთან მომზადებული ბოსტნეული დავაბლენდეროთ და გამოვიყენოთ თეფშზე ხორცის სოუსად
step 6
კომში დავჭრათ ერთნაირ კუბებად მოვათავსოდ ფოლგაში და გამოვაცხოთ ღუმელში, მიღებული მასა ცოტა გავაგრილოთ და მოვათავსოთ ბლენდერში, დავუმატოდ კრემ ყველი და დავაბლენდეროთ
step 7
გოგრა დავჭრათ ერთნაირ სამკუთხედებად, შევწვათ კარაქში. ბოლოსკენ ვუმატებთ თაფლს, დაღერღილ წიწაკას და შემდეგ ვავლებთ დაღერღილ ნიგოზში.

How To Serve

გემრიელად მიირთვით.