Search
Or
ვაშლის ნამცხვარი
60+ Min
საშუალო
ingredients
350 350 გრ. ფქვილი
150 150 გრ. კარაქი
5 5 კვერცხი
800 800 გრ. არაჟანი
2 2 ცალი ვანილის ექსტრაქტი
1 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
2 2 მწიკვი მარილი
3 3 ვაშლი
1/2 1/2 ლიმონის ცედრა
400 400 გრ. ფორთოხალი
350 350 გრ. შაქარი
20 20 გრ. რომი ან კონიაკი
step 1
ფხვიერი ძირის მოსამზადებლად, 300 გრ. ფქვილი, ვანილი, გამაფხვიერებელი, 1 მწიკვი მარილი შევურიოთ ერთმანეთში. მოზელვის შემდეგ ჩავახეხოთ ცივი კარაქი, დავამატოთ 2 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი არაჟანი. ისევ მოვზილოთ, სწრაფად, რომ ცომისთვის გამზადებულმა მასამ გათბობა ვერ მოასწროს. შევინახოთ მაცივარში 30 წუთით.
step 2
სანამ ცომი გრილდება, გავაკეთოთ ფორთოხლის კონფი. კარგად გარეცხილი ფორთოხალი გავასუფთავოთ, რბილობი ჯამში მოვადუღოთ მცირე ოდენობის წყალთან ერთად, ცედრას კი მოვაშოროთ თეთრი ნაწილი, სიმწარის თავიდან ასარიდებლად. ცედრა უნდა გავავლოთ მდუღარე წყალში 3-ჯერ. ცედრას დავამატებთ რბილობს და 200 გრ. შაქარს, ვადუღოთ 1 საათი სანამ კერქი არ მორბილდება. სულ ბოლოს დავამატოთ კონიაკი, ან რომი.
step 3
შიგთავსის მოსამზადებლად, ვაშლი გავარჩიოთ და დავასხათ ლიმონის წვენი იმისთვის, რომ არ გაშავდეს. იგივე თასში მოვათავსოთ არაჟანი, 3 კვერცხი, 150 გრ. შაქარი, ვანილი, ნახევარი ლიმონის ცედრა და ნახევარი ფორთოხლის ცედრა. ეს ყველაფერი ავთქვიფოთ მიქსერით და შემდეგ შევურიოთ 3 სუფრის კოვზი ფქვილი. უკვე გამზადებული ცომი გავაბრტყელოთ, ჩავაფინოთ ფორმაში, პერგამენტის ქაღალდზე. ზედ დავალაგოთ დაჭრილი ვაშლი, ჩავაფინოთ ფორთოხლის კონფი და დავასხათ არაჟნის მასა. ვაცხობთ 170 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში.

How To Serve

კერძს სჭირდება 1 საათი იმისთვის, რომ გაცივდეს. გემრიელად მიირთვით.