Search
Or
პასტა ტალიატელი ზღვის პროდუქტებითა და არაბიატას სოუსით
0 - 30 Min
საშუალო

გახლავთ სასტუმროებისა და რესტორნების ბრენდ-შეფი. ამჟამად, დაკავებული ვარ სასტუმრო ,,თბილისი თაუერში,, სადაც მიმდინარეობს ახალ მენიუზე მუშაობა. ვითვალისწინებ მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნას. ამავდროულად, შენარჩუნებული იქნება ქართული კერძების ავთენტური გემოები, რაც უდიდეს მნიშვნელობას სძენს  ქვეყნის ისტორიულ გასტრონომიასა და განსაკუთრებულად ტურისტების ინტერესს, რომ ეზიარონ ქართულ სამზარეულოს. გამოცდილება მკარნახობს, ხაზი გავუსვა და გამოვყო  ქართული კულინარიის საკმარისზე მეტი სპეციფიკურობა, რომელიც საინტერესოა და ამოუწურავი. შევადარებდი მზეზე მუდმივ აფეთქებებს... გასათვალისწინებელია ბევრი რამის დახვეწვაც და კიდევ შემდგომი განვითარება, რაც დიდ რეზონანს გამოიწვევს მსოფლიო გასტრონომიაში. სწორედ ახლახანს  დადასტურდა ეს ყველაფერი, როდესაც  უდიდესმა გასტრონომიულმა კონკურსმა ,,ბოკუზ დორმა,, რომელიც კულინარიულ ოლიმპიადად მიიჩნევა და რომელსაც ,,პოლ ბოკუზმა,, ოცდაათი წლის წინ ჩაუყარა საფუძველი, საქართველო მიიღო ამ დიდ ოჯახში. აქვე უნდა აღინიშნოს ორგანიზატორების დამსახურება და მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა, როგირც ფედერაციის მხრიდან, ასევე კომპანია ,,გასტრონავტის,, მიერ. მადლობა, ამ ისტორიული ნაბიჯისათვის, რომლის ჩრდილში აუცილებლად ახალი თაობები გამოანათებს... ჩემს პირად გეგმებს რაც შეეხება, პარალელურად მიწევს უცხოელებთან მუშაობა საკმაოდ მასშტაბურ კულინარიულ-საგანმანათლებო პროექტზე, რომელიც შეცვლის არსებულ მოცემულობას და დაეხმარება მომავალ თაობას, გაეცნონ და პრაქტიკაში აწარმოონ თანამედროვე ტექნიკით მუშაობა და შეიმეცნონ ეს პროფესია მეცნიერულ  დონეზე. კულინარიასთან ჩემი დამოკიდებულება წააგავს მუზებით შეპყრობილ მხატვარს, რომელიც პერიოდულად წერს ტილოებს. სამწუხაროა, ისიც რომ გემოს არ ძალუძს ნახატის აღქმით გამოწვეული შთაბეჭდილების მსგავსად დიდხანს გაყოლა, მაგრამ დღევანდელ ყოფიერებაში, ვფიქრობ, წუთიერი ბედნიერებაც არ იქნება ურიგო, თუ ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში გადავიტანთ...
 

ingredients
110 110 გრ. პასტა ტალიატელი
130 130 გრ. ზღვის პროდუქტების მიქსი
70 70 გრ. სოუსი ,,არაბიატა,,
20 20 გრ. ხახვი შალოტი
1 1 კბილი ნიორი
10 10 გრ. კარაქი
15 15 მლ. ზეითუნის ზეთი
5 5 გრ. რუკოლა
2 2 გრ. მარილი
2 2 გრ. შავი პილპილი
step 1
მრგვალი ღმა ტაფა შემოვდგათ ნელ ცეცხლზე. როდესაც საკმარისად გაცხელდება დავასხათ ზეთი და დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
step 2
რამოდენიმე წუთში, როდესაც ხახვი მოითუშება, დავაყაროთ ზღვის კოკტეილის მიქსი (კრევეტები, კალმარის რგოლები, მიდიები, პატარა რვაფეხები, ატლანტიკური ბიბილო) და დავამატოთ კარაქი. მოვთუშოთ 3-4 წუთის განმავლობაში, რათა არ მოხდეს მათი გამოშრობა და შემდგომ გამაგრება. მოთუშულ მასას დავუმატოთ დაკეპილი ნიორი, ასევე დავუმატო კლასიკური სოუსი,, არაბიატა,, რომელიც ცხარეა.
step 3
როგორც კი წამოდუღდება, ამ მასაში მოვათავსოთ წინასწარ მოხარშული პასტა ტალიატელი. საყურადღებოა ისიც, რომ პასტა არ იყოს ბოლომდე გადახარშული. როგორც იტალიელები იტყვიან ,,ალ დენტე,,. ამ ყველაფერმა იფუღოს საშუალო ცეცხლზე, რომ მოხდეს ზღვის პროდუქტებით პასტაში გემოების გაჯერება და გაერთიანება.
step 4
სასურველია გადმოვდგათ იმ მდგომარეობით, რომ წვენი არ დავაშროთ ბოლომდე და პასტის მასა იყის წვნიანი. თეფშზე გადმოტანის შედგომ, გარშემო შემოვაწყოთ ქორფა რუკოლას ფოთლები და მოვაყაროთ მარილი გემოვნებით.

How To Serve

გემრიელად მიირთვით.