Search
ან
მწვანე ვაშლის სალათი შავი ქლიავის ჩირით

"მეათე წელი დაიწყო რაც სამზარეულოში ვარ, ყოველთვის მიტაცებდა კულინარია და აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც ტელევიზორში ვხედავდი როგორ ქმნიდნენ შეფები სასწაულებს, ამიტომაც მეც გადავწყვიტე რომ მესწავლა და ჩემი ცხოვრების სტილად მექცია ეს საქმე. ამ ეტაპზე ვცდილობ ჩვენი ტრადიციული კერძების გაცოცხლებას და ახლებურად წარმოჩენას, მჯერა რომ ქართულ კულინარიას დიდი მომავალი აქვს"

ინგრედიენტები
1 1 მწვანე ვაშლი
1 1 კიტრი
30 30 გრ. ნიგოზი
20 20 გრ. პიტნა
20 20 გრ. ტარხუნა
20 20 გრ. ისპანახი
20 20 გრ. ჭარხლის ფოთოლი
20 20 გრ. რუკოლა
30 30 გრ. შავი ქლიავის ჩირი
1 1 ლიმონი
100 100 მლ. არაჟანი
საფეხური 1
ნიგოზი კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვათავსოთ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე და მოვხალოთ 15-20 წუთის განმავლობაში.
საფეხური 2
მწვანილი კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ და დავაცალოთ ფოთლები. ვაშლი და კიტრი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
საფეხური 3
სოუსისთვის შევურიოთ არაჟანი, ლიმონის წვენი და ცოტაოდენი მარილი.
საფეხური 4
დავკეპოთ ქლიავი და მოხალული ნიგოზი. ყველა ინგრიდიენტი შევურიოთ ერთმანეთს და მოვასხათ სოუსი.

სერვირება

გემრიელად მიირთვით.

თეგები

ექსპერტის რჩევები