ფენოვანი ცომი თხლად გავაბრტყელოთ, დავჭრათ პატარა რგოლებად, სპეციალური ფორმის ან ჭიქის გამოყენებით. მორჩენილ შაქარს დავამატოთ დარიჩინი და მოვაყაროთ დაჭრილ რგოლებს, შუაგულში მოვათავსოთ ხაჭოს და ჟოლოს შიგთავსი და გადავკეცოთ, შესაძლებელია პირების დაპრესვა ჩანგლის მეშვეობით.
წინასწარ გაცხელებულ ღუმელში შევდგათ 180 გრადუსზე 15-20 წუთით სანამ არ მიიღებს ოქროს ფერს. მომზადებისას ღვეზელები გადაიხსნება და შუაგული გამოჩნდება.