Search
Or
ქათმის ფილე ბოსტნეულით
0 - 30 Min
ადვილი
მსუბუქი
201-500 Kcal
ingredients
700 700 გრ. ქათმის ფილე
400 400 გრ. სიმინდის ფანტელი
250 250 მლ. ზეითუნის ზეთი
4 4 კვერცხი
3 3 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი
100 100 გრ. ჩერი პომიდორი
1 1 წითელი ბულგარული წიწაკა
1 1 მწვანე ბულგარული წიწაკა
1 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
2 2 ჩაის კოვზი მარილი
50 50 გრ. მოხალული თხილი
25 25 გრ. ოხრახუში
step 1
შუაზე გავჭრათ ქათმის ფილე და დავბეგვოთ გათხელებამდე. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, მდოგვთან და დარიჩინთან ერთად.
step 2
სიმინდის ფანტელები დავფშვნათ წვრილად.
step 3
ქათმის ფილე ამოვავლოთ კვერცხის მასაში და შემდეგ სიმინდის ფანტელის საფანელში.
step 4
მოვათავსოთ ზეთიან ტაფაზე და შევწვავთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ფილე ორივე მხრიდან თანაბრად არ შეწითლდება.
step 5
გარეცხილი ბოსტნეული დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. ერთმანეთში ავურიოთ 1 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი და 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოვასხათ ბოსტნეულს და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი მოხალული თხილი.

How To Serve

გემრიელად მიირთვით.