Search
ან
მოხრაკული მწყერი გურულად
0 - 30 წუთი
ადვილი
მსუბუქი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
1 1 მწყერი
50 50 გრ. ნიგოზი
100 100 გრ. კარაქი
100 100 მლ. ზეთი
2 2 გრ. მარილი
2 2 გრ. პილპილი
10 10 მლ. ძმარი
100 100 მლ. ღვინო
50 50 გრ. ქინძი
10 10 გრ. ოხრახუში
10 10 გრ. მწვანე ხახვი
1 1 გრ. პაპრიკა
საფეხური 1
კარაქს ვათავსებთ ცივ ტაფაზე, რომ არ დაგვეწვას და დაბალ ცეცხლზე ვიწყებთ დადნობას შემდეგ კი მწყერის შეწვას. სანამ მეორე მხარეზე გამოვატრიალებთ, დავკეპოთ ნიგოზი, დავჭრათ ქინძი, მწვანე ხახვი და ოხრახუში. ეს ყველაფერი მოვაყაროთ, როცა ერთი მხარე შეიბრაწება.
საფეხური 2
ვამატებთ ძმარს. ძმრის აორთქლების შემდეგ ვამატებთ ღვინოს. ღვინის აორთქლებასთან ერთად მწყერიც მზად იქნება. კერძი გავაფორმოთ დარჩენილი ოხრახუშით, მწვანე ხახვით და პაპრიკით.

სერვირება

დაჭერით სასურველ ნაჭრებად და გემრიელად მიირთვით!