Search
Or
წითელი ხავერდის მაფინები
30-60 Min
საშუალო
500+ Kcal
ingredients
კრემი
340 340 გრ. კრემ-ყველი
115 115 გრ. კარაქი
100 100 გრ. შაქრის პუდრა
10 10 გრ. ვანილის პუდრა
ბისკვიტი
340 340 გრ. ფქვილი
300 300 გრ. შაქარი
1 1 სუფრის კოვზი კაკაო
1/4 1/4 ჩაის კოვზი მარილი
2 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
1 1 ჩაის კოვზი სოდა
3 3 კვერცხი
300 300 გრ. ზეთი
280 280 გრ. კეფირი
15 15 გრ. წითელი საღებავი
step 1
პირველ რიგში გავაკეთოთ კრემი. ოთახის ტემპერატურამდე მიყვანილი კრემ-ყველი ოდნავ ავთქვიფოთ, დავამატოთ რბილი კარაქი, შაქრის და ვანილის პუდრა. ავთქვიფოთ მიქსერით იქამდე, სანამ ფაფუკი და ჰაეროვანი არ გახდება. გადავიტანოთ კრემისთვის განკუთვნილ ჭურჭელში და გავაციოთ მაცივარში.
step 2
ბისკვიტის ცომის მოსამზადებლად ჯამში მოვათავსოთ - ფქვილი, შაქარი, კაკაო, მარილი, სოდა და გამაფხვიერებელი. შემდეგ დავამატოთ 3 კვეერცხი, ზეთი, კეფირი და წითელი საღებავი. კარგად მოვურიოთ ხელის სათქვეფით ან მიქსერით. ცომი უნდა გამოვიდეს სქელი, არაჟნის კონსისტენციის.
step 3
ყალიბებს წავუსვათ ცხიმი, ოდნავ მოვაყაროთ ფქვილი და ჩავასხათ ბისკვიტის ცომი. გამოვაცხოთ 175 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. 15 წუთში შევამოწმოთ ხის ჩხირით. ბისკვიტი მზად იქნება, როცა ხის ჩხირი სუფთად, ოდნავ ზეთიანი ამოვა. გაციებულ ბისკვიტებს ზემოდან დავასხათ კრემი.

How To Serve

გააფორმეთ სურვილისამებრ და მიირთვით გემრიელად !