Search
Or
საშობაო ღვეზელი
60+ Min
ადვილი
201-500 Kcal

დროა გაახალისოთ ახალი წლის სუფრა განსხვავებული და ამავდროულად ადვილად მოსამზადებელი კერძით.  

ingredients
350 350 გრ. ფქვილი
150 150 გრ. მანანის ბურღული
150 150 გრ. ყველი ედამი
150 150 გრ. ჩედარი
150 150 გრ. გაუდა
4 4 კვერცხი
300 300 გრ. ლორი
200 200 გრ. არაჟანი
200 200 მლ. მაწონი
50 50 გრ. პომიდვრის ჩირი
10 10 გრ. გამაფხვიერებელი
1 1 ჩაის კოვზი სოდა
ჩერი პომიდორი
step 1
გარეცხეთ კვერცხი, შემდეგ გატეხეთ და მოათავსეთ ჯამში. ათქვიფეთ. არაჟანი და მაწონი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ გამაფხვიერებელი და სოდა, მოურიეთ. როდესაც ამოფუვდება დაუმატეთ კვერცხს და კარგად გათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და მანანის ბურღული, მორევა არ შეწყვიტოთ. როდესაც მიიღებთ სქელ, ერთგვაროვან მასას, კოშტების გარეშე, დაუმატეთ დაჭრილი ბეკონი, გახეხილი ყველი და პომიდვრის ჩირი ზეთის გარეშე. მცირეოდენი ყველი მოიტოვეთ ზევიდან მოსაყრელად. ეს ყველაფერი კარგად გადაურიეთ ერთმანეთს ხის კოვზით. მოამზადეთ ფორმა, რაშიც გსურთ რომ გამოაცხოთ ღვეზელი.
step 2
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. საცხობ ღუმელში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, შემდეგ მოათავსეთ ცომი, ისე რომ მისი ზედაპირი თანაბრად იყოს გადანაწილებული. მოათვასეთ გამოსაცხობი ფორმა ღუმელის შუა ნაწილში და გამოაცხვეთ 35 წუთის განმავლობაში. 5 წუთით ადრე ზედაპირზე მოაყარეთ დარჩენილი ყველი და როდესაც მოიბრაწება გამოიღეთ ღუმელიდან.

How To Serve

მიირთვით ოდნავ მობრაწულ ჩერი პომიდორთან ერთად.