Search
Or
ჭვიშტარში გამომცხვარი კალმახის ფილე
30-60 Min
საშუალო
201-500 Kcal
ingredients
250 250 გრ. კალმახი
200 200 გრ. ლიმონი
მარილი და პილპილი
ჭვიშტარი:
200 200 გრ. სიმინდრის ფქვილი
200 200 მლ. ნაღები
200 200 გრ. ყველი ტარხუნით
სოუსი:
300 300 გრ. წაბლი
70 70 მლ. ზეითუნის ზეთი
1 1 ლიმონი
5 5 მლ. ჭაჭა
step 1
გავასუფთაოთ კალმახი, ამოვიღოთ ფხა. გადავდოთ ერთი ფილე. მოვასხათ ლიმონი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მოვათავსოთ ჯამში ჭადის ფქვილი, გახეხილი ყველი, ნაღები და მარილი. მოვზილოთ ცომი. გავაბრტყელოთ ცომი ოვალის ფორმაზე, მოვათავსოთ შიგნით კალმახის ფილე და დავახუროთ იგივე ფორმაზე გაბრტყელებული ცომი. მოვათავსოთ საცხობ ლანგარზე, მოვაყაროთ წითელი წიწაკა და ვაცხოთ 200 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.
step 2
მოვხარშოთ წაბლი, გავარჩიოთ და მოვათავსოთ ბლენდერში სოუსის ინგრედიენტებთან ერთად. ავთქვიფოთ.

How To Serve

მოვათავსოთ თეფშზე გამომცხვარი ჭვიშტარი. მოვასხათ სოუსი. გავაფორმოთ კოწახურით და წაბლით.