Search
Or
სტეიკ სალათი სოკოს სოუსით
30-60 Min
საშუალო
201-500 Kcal
ingredients
2 2 საქონლის მჭლე ნაჭერი
100 100 გრ. სალათის ფოთლების მიქსი
300 300 გრ. ქამა სოკო
150 150 მლ. ზეთი
100 100 მლ. თეთრი მშრალი ღვინო
80 80 მლ. ნაღები
80 80 გრ. კიტრი
1 1 გრეიფრუტი
30 30 გრ. მოხალული თხილი
30 30 გრ. ჩერი პომიდორი
40 40 გრ. რქაწითელში დავარგებული ყველი
step 1
სალათის ფოთლები და ბოსტნეული კარგად გარეცხეთ. დაჭერით სოკო თხელ ნაჭრებად და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ღვინო, 2 წუთის შემდეგ ნაღები, პერიოდულად ურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ყველის ნახევარი, გახეხილი. ცეცხლიდან გადმოდგით და დააბლენდერეთ. პარალელურად დაამარილეთ სტეიკის ნაჭრები და შეწვით ორივე მხრდან მაღალ ცეცხლზე 2-2 წუთის მანძილზე. დააფინეთ ჭურჭელზე ქაღალდის ხელსახოცი და დაასვენეთ შემჭვარი ხორცი. დაჭერით სტეიკი ძალიან თხელ ნაჭრებად.
step 2
ავაწყოთ სალათი: დაჭერით ან დაანაკუწეთ სალათის ფოთლები. მოათავსეთ ღრმა ჯამში, დაუმატეთ მიღებული სოუსი და კარგად ამოურიეთ. მოათავსეთ თეფშზე, დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, მოაწურეთ გრეიფრუტის წვენი, კიტრი დაჭერით წვრილად და გადაურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. მოათავსეთ თეფშზე თხლად დაჭრილი ხორცის ნაჭრები. ბოლოს მოახეხეთ ყველი და გააფორმეთ მიკრო მწვანილით.

How To Serve

გემრიელად მიირთვით!