Search
Or
ღორის ჩალაღაჯი გამომცხვარი კომშით
30-60 Min
საშუალო
მძიმე
201-500 Kcal
ingredients
400 400 გრ. ჩალაღაჯი
40 40 გრ. აჯიკა
100 100 გრ. ნიორი
100 100 გრ. თაფლი
კომშის გარნირი:
100 100 გრ. კომში
5 5 მლ. ზეითუნის ზეთი
50 50 გრ. საფერავში დავარგებული სულგუნი
პიტნის პესტო:
100 100 მლ. ზეითუნის ზეთი
200 200 გრ. ლიმონი
80 80 გრ. ნიგოზი
20 20 გრ. ნუში
50 50 გრ. პარმეზანი
2 2 გრ. მარილი
step 1
გავასუფთაოთ ჩალაღაჯი. ცალკე ჯამში მივათავსოთ აჯიკა, თაფლი, ლიმონის წვენი და დაჭყლეტილი ნიორი. კარგად გავხსნათ ერთმანეთში, ჩავდოთ ხორცის ნაჭერი და კარგად დავამარინადოთ.მოვათავსოთ ღრმა საცხობ ჭურჭელში, მოვასხათ თავისივე მარინადი და ვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. გადმოვიტანოთ ცალკე თეფშზე, გადავუსვათ ცოტაოდენი კარაქი და დავასვენოთ.
step 2
კომში გავრეცხოთ, მოვუჭრათ ძირი, მოვასხათ სინზე ზეთი და მივათავსოთ ღუმელში 10 წუთით ღორის ჩალაღაჯთან ერთად.
step 3
გავარჩიოთ პიტნა და დავაბლენდეროთ პესტოს ინგრედიენტებთან ერთად. ზეითუნის ზეთი ნელ-ნელა დავამატოთ. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდგომ გადავიტანოთ სასურველ ჭურჭელში და დავიწყოთ კერძის აწყობა.

How To Serve

სასურველ თეფშზე მოვათავსოთ ჩალაღაჯი, გვერდზე დავუდოთ გამომცხვარი კომში და თხლად დაჭრილი სულგუნი. მოვასხათ პიტნის პესტო. გავაფორმოთ კოწახურით და გახეხილი პარმეზანით.