Search
ან
ბურბურახი
0 - 30 წუთი
ადვილი
201-500 კკალ

ეს რეცეპტი განსაკუთრებით გაახარებთ ბავშებს და მათ მშობელბს, რომლებიც კარგად იცნობენ „ჰარი პოტერს“. გაგიმხელთ ძალიან გემრიელ სასმელს ამავე ფილმიდან. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ბურბურახს (იგივე Butter Beer).

გაახარეთ თქვენი პატარები და ჩართეთ მომხადების პროცესში. 

ინგრედიენტები
1 1 ლიტრი ნაღები
500 500 მლ. ვანილის ან ნაღების ლიმონათი
300 300 გრ. ყავისფერი შაქარი
100 100 გრ. კარაქი
50 50 გრ. კარამელის სიროფი
საფეხური 1
თავდაპირველად ვაკეთებთ კარამელს, ამისათვის დაგჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი. ჩაყარეთ ქვაბში ყავისფერი შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. როდესაც დადნება და დუღილს დაიწყებს დაუმატეთ კარაქი და მოურიეთ ხის ჯოხით. შემდეგ დაუმატეთ 200 მლ. ნაღები და კარგად მოურიეთ. როდესაც წამოდურდება გადმოდგით ცეცხლიდან. ათქვიფეთ დარჩენილი ნაღები.
საფეხური 2
მიღებული მასა თანაბრად გადაანაწილეთ მაღალ ჭიქებში (გამოგივათ 4 პორცია), დაასხით ლიმონათი და ათქვეფილი ნაღები.

სერვირება

მოასხით კარამელის სიროფი. გემრიელად მიირთვით!