ეს კერძი ძალიან მოეწონებათ მოტკბო-მომჟავო გემოს მოყვარულებს, შინდი უნდა იყოს მწიფე, სხვა შემთხვევაში წვნიანი იქნება ძალიან მჟავე და მოგიწევთ შაქრის დამატება.
500
500
გრ.
შინდი
1
1
თავი
ხახვი
100
100
მლ.
წითელი მშრალი ღვინო
25
25
გრ.
ქინძი
15
15
გრ.
პიტნა
2
2
კბილი
ნიორი
80
80
მლ.
ზეთი
მარილი და პილპილი
შინდი კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე, რომ ფარავდეს და დადგით მაღალ ცეცხლზე. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში და გადაწურეთ. ნახარში არ გადაღვაროთ, აცადეთ გაგრილება.
ხახვი გაფრქვენით, მწვანილები გარეცხეთ. გამოიყენეთ პიტნის ფოთლები.
ხახვი დაჭერით წვრილად და ზეთიან ტაფაზე დაყარეთ მოსაშუშად, როდესაც გაოქროსფერდება გადმოდგით ცეცხლიდან.
გაგრილებული შინდი გახეხეთ ცხაურზე, დაუმატეთ წვენი, გაათხელეთ სასურველ კონსისტემციამდე, დაუმატეთ ღვინო, დაჭრილი ქინძი, ნიორი, პიტნის ფოთლები და მოშუშული ხახვი. დააბლენდერეთ ერთგავროვანი მასის მისაღებად. წამოადუღეთ და 3 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. მარილი დაუმატეთ გემოვნებით.
სერვირება
მიირთვით ნელთბილი.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი