Search
Or
ბარდის წვნიანი შებოლილი სულგუნით
30-60 Min
საშუალო
მძიმე
201-500 Kcal
ingredients
350 350 გრ. მწვანე ბარდა
80 80 მლ. ზეთი
1 1 ხახვი
3 3 კბილი ნიორი
200 200 მლ. ნაღები
75 75 გრ. შებოლილი სულგუნი
25 25 გრ. ქინძი
25 25 გრ. ოხრახუში
მარილი გემოვნებით
step 1
ბარდა კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 2-ჯერ მეტი წყალი და დადგით მაღალ ცეცხლზე მოსახარშად. ხარშვის დროს თუ წყალი ძალიან დაიკლებს დაამატეთ იმდენი რომ დაიფაროს, პერიოდულად ამოურიეთ. კარგად მოხარშული ბარდა უნდა იყოს რბილი და ადვილად ისრისებოდეს.
step 2
ხახვი გაფრცქვენით, გარეცხეთ, დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე. მწვანილები კარგად გარეცხეთ და დაჭერით წვრილად.
step 3
მოხარშულ ბარდას დაუმატეთ მოშუშული ხახვი, შემდეგ ნაღები და წამოადუღეთ. ბოლოს დაუმატეთ მწვანილი და დააბლენდერეთ, წვნიანი უნდა იყოს კრემისებური მასის. მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

How To Serve

მიირთვით გახეხილ შებოლილ სულგუნთან ერთად.