მოამზადეთ გუაკამოლე: ავოკადო გაჭერით შუაზე , როგორც სურათზეა ნაჩვენები და ამოაცალეთ კურკა. რბილობი შეგიძლიათ კოვზით ამოიღოთ, გადაიტანოთ ცალკე ჯამში და დასრისოთ ჩანგლით. დაუმატეთ კანგაცლილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ლაიმის წვენი, ზეითუნის ზეთი, გახეხილი ნიორი და მარილი. გუაკამოლე მზადაა.