Search
Or
სოკოები კვერცხით და პომიდვრით
0 - 30 Min
ადვილი
მსუბუქი
0-200 Kcal

ამ სამზადისში აუცილებელად ჩართეთ თქვენი პატარა. გარწმუნებთ, ძალიან იხალისებთ.

ingredients
4 4 კვერცხი
4-5 4-5 ჩერი პომიდორი
30 30 გრ. სალათის ფოთოლი
4-5 4-5 უკურკო შავი ზეთისხილი
step 1
სალათის ფოთლები კარგად გარეცხეთ და გაწურეთ. კვერცხი დადგით მოსახარშად, 15 წუთის შემდეგ ცივ წყალში გაავლეთ, რომ შემდეგ ადვილად გაფრცქვნათ. პომიდვრები კარგად გარეცხეთ, მოაჭერით თავები და გამოაცალეთ რბილობი. მოხარშულ კვერცხებს გააცალეთ ნაჭუჭი. კვერცხის მსუქანი ნაწილი დაბლიდან თხლად გაჭერით ისე, რომ თეფშზე სწორად დადგეს, შემდეგ დააფარეთ პომიდვრის თავები და მიიღებთ სოკოს. სალათის ფოთლებით ბალახების იმიტაციას შექმნით თეფშზე. ზეთისხილის და პომიდვრის საშუალებით ჭიამაიაც მშვენიერი გამოგივათ.

How To Serve

გემრიელად მიირთვით!