Search
ან
კუჭმაჭი
ინგრედიენტები
300 300 გრ. საქონლის გული
300 300 გრ. საქონლის ღვიძლი
300 300 გრ. საქონლის ფილტვები
100 100 გრ. ახალი ქინძი
20 20 კაკალი შავი პილპილი
1 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1 1 ჩაის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა
2 2 მწვანე წიწაკა
4 4 დაფნის ფოთოლი
4 4 ნიორი
1 1 თავი ხახვი
200 200 გრ. ნიგოზი
50 50 მლ. ღვინის ძმარი
100 100 გრ. ბროწეულის მარცვლები

თეგები

რჩევები

გული, ღვიძლი, ფილტვები, ბაჰარი, მწვანე წიწაკა და დაფნის ფოთოლი ჩავდოთ ქვაბში. დავასხათ წყალი და ვხარშოთ 1 საათი ნელ ცეცხლზე. მოხარშვის შემდეგ ამოვიღოთ გული, ღვიძლი და ფილტვები, დავჭრა კუბებად და ჩავყაროთ ჯამში. დავუმატოთ გატარებული ახალი ქინძი, მწვანე წიწაკა და ნიგოზი. ასევე, დავუმატოთ უცხო სუნელი, დაფქული წიწაკა, ზაფრანა, ხმელი ქინძი და მარილი გემოვნებით. ჩავასხათ ღვინის ძმარი და გულდასმით ამოვურიოთ. ბოლოს, დავამატოთ ბროწეულის მარცვლები და ისევ ამოვურიოთ