Search
Or
ფარშირებული ინდაური კენკრის სოუსით და კარამელიზირებული სტაფილოს გარნირით
60+ Min
საშუალო
201-500 Kcal

მოკლედ, თუ საახალწლოდ ინდაურის საცივის გაკეთება გეზარებათ, შეგიძლიათ ღუმელში გამოაცხოთ. ამისათვის დაგჭირდებათ ქვემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები და რამოდენიმე ეტაპი.

ingredients
1 1 ინდაური
750 750 გრ. ბეკონი
150 150 გრ. კარაქი
2 2 ნიახურის ღერო
150 150 გრ. გარგრის ჩირი
70 70 გრ. ვაშლი
30 30 გრ. ნიორი
100 100 გრ. ხახვი
600 600 გრ. კენკრის მიქსი
1 1 კგ. სტაფილო
1 1 ღერო როზმარინი
20 20 გრ. ჯინჯერი
20 20 გრ. ლიმონი
250 250 გრ. ფორთოხალი
2 2 ღერო პრასი
100 100 გრ. საფანელი
1 1 ჩხირი დარიჩინი
60 60 გრ. ყავისფერი შაქარი
30 30 მლ. ბრენდი
1 1 მწიკვი წითელი წიწაკა
1 1 მწიკვი ქმელი ქინძი
step 1
პირველ ეტაპზე, ინდაურის სატენისთვის გაატარეთ ღორის ხორცი. ფარშს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, პატარა ოთხუთხედებად დაჭრილი ვაშლი, შეაზავეთ ქინძით, დაღერღილი წიწაკით, საფანელით, მარილით და ცოტა პილპილით სუფთა ტაფაში ჩაასხით ბრენდი, 1 ს/კ წყალი და ჩაყარეთ ჩირი. წამოადუღეთ და დაუწიეთ ცეცხლს, სანამ სითხეს მთლიანად არ ამოიშრება. შეაგრილეთ და დაჭერით. შეურიეთ მზა ფარშს.
step 2
გავსეთ ინდაური სატენით, მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, ნიახურის ღერებთან, პრასთან, დარჩენილი ლიმონის ნაჭრებთან და ნიორის კბილთან ერთად. ჩაასხით 500 მლ. წყალი, წაუსვით ფრინველს მარილი. საცხობ ფირფიტას ფოლგა შემოაკარით და შედგით 210 გრადუსზე 40 წუთი. შემდეგ, დაუწიეთ 170 გრადუსამდე და დატოვეთ კიდევ 2 საათი. ბოლო 30 წუთის განმავლობაში ფოლგა მოხადეთ და ბოსტნეული ამოიღეთ საცხობი ფირფიტიდან. ჩაამატეთ 100 გრ. კარაქი 30 მლ. ზეთი, ნივრის კბილი ქერქით და როზმარინის ტოტი. შეაბრუნეთ ღუმელში დაბრაწვამდე, პერიოდულად გამღვალი კარაქი მოასხით.
step 3
კენკრის სოუსის მოსამზადებლად ლიმონის და ფორთოხლის ცედრა, ფორთოხლის წვენი, დარიჩინის ჩხირი და გახეხილი ჯინჯერი ერთად მოათავსეთ პატარა ქვაბში. ადუღეთ სითხე განახევრებამდე. მოაყარეთ 30 გრ. ყავისფერი შაქარი, დაელოდეთ შაქრის გალღვობას და ჩაუშვით კენკრა. კარგად წამოადუღეთ, თუ თხელი გეჩვენებათ გააგრძელეთ დუღილი სანამ მასა ოდნა არ შესქელდება. სოუსი შეგილიათ დააბლენდეროთ შეგრილების შედეგ ან დატოვოთ მთლიანი მარცვლები.
step 4
გარნირისთვის სტაფილო გათალეთ, დაჭერით სასურველ ზომებად, მოათავსეთ ტაფაზე, რომელზეც წინასწარ მობრაწეთ ბეკონი, ჩაუმატეთ კარაქი და დაბალ ცეცხლზე გააგძელეთ შუშვა. 10 წუთის შემდეგ ჩაამატეთ ყავისფერი შაქარი და კარგად მოურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გალღვება.
step 5
სტაფილოს მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრიუსელური კომბოსტო ან მწვანე ბარდა.

How To Serve

თუ მაგიდაზე გაქვთ მთლიანი ინდაურის ადგილი, ჩადგით გარნირიანად, სოუსი გვერდზე მიუდგით. შეგიძლიათ დაჭრათ, შიგთავსი გაანაწილოთ თეფშებზე და ისე მიართვათ სტუმრებს. გემრიელად მიირთვით!