Search
Or
ბადრიჯანი ფსტის და ნიგვზის სოუსით
60+ Min
ადვილი
0-200 Kcal

ეს საინტერესო კერძი ვეგეტარიანელებს და მარხვაზე მყოფ გურმანებს გაახარებს.

ingredients
3 3 ბადრიჯანი
1 1 სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
1 1 ხახვი
1 1 თავი ნიორი
200 200 მლ. ზეთი
100 100 გრ. ნიგოზი
70 70 გრ. ფსტა
50 50 გრ. გარჩეული მზესუმზირა
30 30 გრ. ქინძი
step 1
ყველა ბოსტნეული კარგად გავრეცხოთ. 2 ცალი ბადრიჯანი გამოვშიგნოთ, ისე რომ ნავის ფორმა მიიღონ, მესამე ბადიჯანი და გამოცლილი გულები დავჭრათ პატარა კუბებად და ზეთიან ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ ½ ხახვთან ერთად.
step 2
ნავის ფორმის 2 ცალი ბადრიჯანი გადავახვიოთ ალუმინის ფურცელში, შევდოთ წინასწარ გახურებულ ჭუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით.
step 3
მოშუშული ბოსტნეული, ნიგოზი, 2 კბილი ნიორი, ფსტა და მზესუმზირა ჩავყაროთ ბლენდერში და დავაბლენდეროთ ერთგავროვანი სქელი მასის მიღებამდე, შევაზავოთ მარილ-პილპილით და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი. ღუმელიდან გამოვიღოთ ბადრიჯანი, ვაცადოთ გაგარილება. შემდეგ ამომავსოთ დაბლენდერებული სქელი სოუსით.
step 4
მოვამზადოთ გარნირი: ზეთიან ტაფაზე საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ წვრილ ღერებად დაჭრილი სხვადასხვა ფერის ბულგარული და ხახვი, დავუმატოთ ნიორი მარილი და პილპილი. ბოსტნეული ძალიან არ ჩაშუშოთ ტაფაზე, არ დაკარგოს ფერი და გემო.

How To Serve

ნავისებურ ბადრიჯანს მიუწყვეთ გარნირად ბოსტნეული და მორთეთ მზესუმზირის მარცვლებით.